Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
Georgia --court liveblog cover
Georgia --court liveblog cover

8 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (18/08/2025)

ჯგუფური ძალადობის საქმეებს თითზე ჩამოსათვლელი სხდომები აშორებს განაჩენის გამოცხადებამდე. დღეს ადვოკატი ნინო ლომინაძე ახალ მტკიცებულებებს წარუდგენს სასამართლოს. რა აჩვენა ექსპერტიზამ და როგორ განვითარდება სასამართლო სხდომა, წაიკითხეთ ლაივბლოგში

16:58 18.8.2025

14:52 - საბოლოო სხდომების განრიგი ასეთია:

25 აგვისტო, 12:00

27 აგვისტო, 13:00

პირველი სექტემბერი, 13:00

„პირველ სექტემბერს ყველა სახლებში წავალთ", - თქვა თორნიკე გოშაძის დედამ, მარიზი კობახიძემ.

სხდომა დასრულდა.

16:57 18.8.2025

14:45 - მომდევნო სხდომები 25 და 27 აგვისტოს დაინიშნა. მოსამართლე ამბობს, რომ კიდევ ერთ პროცესს დაამატებს, ყოველი შემთხვევისთვის - ბოლო სხდომა ჯგუფური ძალადობის ამ საქმეზე პირველ სექტემბერს ჩატარდება. 25 და 27 აგვისტოს დაცვის მხარე იტყვის დასკვნით სიტყვებს და მოსამართლე ბრალდებულების საბოლოო სიტყვებსაც მოისმენს.

22 აგვისტოს დანიშნული სხდომა გაუქმდა.

სხდომების ამ განაწილებით - განაჩენს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის 2025 წლის პირველ სექტემბერს გამოაცხადებს.

16:57 18.8.2025

14:43 - მომდევნო სხდომის დეტალების გარკვევისთანავე, მოსამართლე სხდომას დაასრულებს.

მომდევნო სხდომიდან დასკვნითი სიტყვები დაცვის მხარემ უნდა დაიწყოს.

16:57 18.8.2025

14:43 - ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა დაასრულ

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG