საინტერესო სანახავია, როგორ იცვლება ბრალდებულების ოჯახის წევრების კონცენტრაციის ხარისხი იმის მიხედვით, ვისზე საუბრობენ პროკურორები კონკრეტულად.
პროკურორი ვაჟა თოდუა საუბრობს ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ მტკიცებულებებზე და აზუსტებს, რომ ვიდეოს დათვალიერებსი ოქმის პერიფრაზს აკეთებს. ცეცხლაძის ადვოკატს, დავით ჭიკაიძეს კი მიაჩნია, რომ პროკურორ გაცდა ოქმის შინაარს და საუბრობს ვიდეოზე, რომელიც სასამართლოში არაა წარმოდგენილი. საქმეში ჩადებულ ვიდეოს კი ხმა არ აქვს და შესაბამისად, ვერაფერს დააპერიფრაზებს.
„ბრალდების მხარეს უფლება არ აქვს იმსჯელოს იმაზე, რაზეც მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი. ის გაცდა დათვალიერების ოქმის შინაარს, ის გაცდა ამ ოქმის შინაარს.. ბრალდების მხარეს საუბრობს ახლა იმ მტკიცებულებაზე, რომელიც სასამართლოში არ არის წარმოდგენილი, შედის იმ ვიდეოს შინაარსში, რომელსაც სასამართლო არ იცნობს, იმსჯელოს იმ შინაარსის ვიდეოზე, რომელიც წარმოდგენილია, აშკარად იმ მტკიცებულებას ეხება, რომელიც სასამართლოში არ არის", - ამბობს ავდოკატი
„რაც წავიკითხე ეს არის ოქმის შინაარსი, სიტყვა სიტყვით წავიკითხე", - განმარტავს ვაჟა თოდუა.
ამ დიალოგის საფუძველია ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ ვიდეო, რომელსაც „ხმა არ აქვს" და მისი შინაარსი არ შეუსწავლია მოსამართლეს. პროკურატურამ სხვადასხვა გზით სცადა ამ ხარვეზის გამოსწორება, მაგალითად მთავარ გამომძიებელს არსენ ხუნაშვილს მოასმენინა და მისი შინაარსი სხდომაზე მოაყოლა, რათა შემდგომ პერიფრაზები მისი ჩვენებიდან მოეხმო[უხმო ვიდეოდან ხომ ვერაფერს მოიხმობდა?]
პროკურორი აგრძელებს დასკვნით სიტყვას.
პროკურორის თხრობის განვითარება მიმანიშნებს, რომ ვაჟა თოდუა ახლა მიმოიხილავს ყველა იმ პოლიციელის ჩვენებას, რომელმაც დაათვალიერა ან/და დანიშნა ექსპერტიზა ბრალდებულების წინააღმდეგ ვიდეოზე.
ყოველ ჯერზე, ყველა ბრალდებულის შემთხვევაში, პროკურორი იმეორებს - „ვიდეო ვარგისი იყო პირის ვინაობის დაადგენისთვის".
პროკურორი გამომძიებელ ლევან ნიჟარაძის დაკითხვიდან მოიხმობს მისთვის მნიშვნელოვან მომენტებს. ამ პოლიციელმა თორნიკე გოშაძის წინააღმდეგ ვიდეო შეისწავლა და დანიშნა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა.
ფორუმი