პროკურორი ისევ მოწმეების ჩვენებებს აპერიფრაზებს. ამ საქმეზე ბრალდების მხარემ 50-მდე მოწმე მოიყვანა და დაკითხა. პროკურორი ამბობს, რომ კიდევ 30 გვერდი აქვს წასაკითხი.
ნიკოლოზ ჯავახიშვილმა თქვა, რომ პროცესში მონაწილეობა აღარ სურს [მიზეზი არ გვესმის], ის ბადრაგს გაყავს
სხდომათა დარბაზში ტელეფონი რეკავს. ასაკოვანი ქალი ვერც კი იაზრებს, რომ მისი ტელეფონია. მას შემდეგ, რაც გამოერკვა და გათიშვა დააპირა, დაიბნა, ასე ხდება ხშირად, დამსწრეები იბნევიან და ტელეფონს ხმას ვერ უთიშავენ, ან არც იციან ეს როგორ გააკეთონ.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მას სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.
ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვის პარალელურად, ადვოკატმა ნინო ლომინაძემ ექსპერტიზის დასკვნის შედეგები აჩვენა ირაკლი მიმინოშვილსა და თორნიკე გოშაძეს. ისინი ინტერესით კითხულობენ დაცვის მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებას და ადვოკატს უსვამენ კითხვებს, რაც არ ისმის. თუმცა სახეზე, მიმიკებით აუდიტორიას აგრძნობინეს, რომ კმაყოფილები არიან.
ფორუმი