იმისთვის, რომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული დადასტურდეს, საჭიროა არსებობდეს სტრუქტურული ფორმის ჯგუფი, რომელთა წევრები წინასწარ შეკავშირდნენ ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად და დროის განსაზღვრულ პერიოდში შეთანხმებულად მოქმედებენ. მათი მიზანი შესაძლოა იყოს პირდაპირ ან არაპირდაპირ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის მიღება.
ჯერჯერობით პროკურორს არაფერი უთქვამს რით ადასტურებენ „წინასარ შეკავშირებას", „ჯგუფის სავარაუდო წევრებს შორის კავშირს და მათ კავშირს სავარაუდო ორგანიზატორებთან".
გაგახსენებთ, მთავარი გამომძიებლის ჩვენებას, რომელმაც თქვა, რომ „პირდაპირი კავშირი არ დასტურდება", მაგრამ „სავარაუდოა".
პროკურორი ზიანზე საუბრობს, მათ შორის არის ტრანსპორტი, მუნიციპალური ქონება.
პროკურორი ისევ მოწმეების ჩვენებების აპერიფრაზებს და რა თქმა უნდა, გამოყოფს იმ მომენტებს, რომელიც მათი შეხედულებით, ბრალდების მხარის პოზიციას გაამყარებდა.
ცალუღელაშვილის თქმით, მოწმე პოლიციელების მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტეს ადასტურებს სამედიცინო დოკუმენტაციაც, რომელიც ასევე ბრალდების მხარის მტკიცებულებაა
პროკურორი, ვახტანგ ცალუღელაშვილი ამბობს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ადასტურებს, სწორედ იმას, რაზეც ისაუბრა.
ამის შემდეგ პროკურორი იწყებს მოწმეების ჩვენებების მიმოხილვას. პირველი პოლიციელი ნიკოლოზ ხურცილავაა. ის აპერიფრაზებს მოწმის ჩვენებას და იმეორებს სიტყვებსა და ფრაზებს, რომელსაც თავადაც ხშირად იყენებენ ბრალის დასამტკიცებლად.
ფორუმი