Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თედო აბრამოვის საქმე - ლაივბლოგი (14/08/2025)

თევდორე აბრამოვის განაჩენამდე ორი პროცესია დარჩენილი. დღეს საბოლოო სიტყვას იტყვის დაცვის მხარე. სავარაუდოდ, ამ უფლებით ისარგებლებს ბრალდებულიც, რომელიც სასამართლოს წინაშე უკვე გამოიკითხა. აბრამოვს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავებიან. ის აქციაზე მიმავალი დააკავეს.

16:04 14.8.2025

აბრამოვის საქმეში არ არის მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებს, თედო აბრამოვის მიერ ნარკოტიკის შეძენას, ამის ამსახველი მიმოწერა, ზარი ან რაიმე სხვა.

16:06 14.8.2025

ახლა ადვოკატი ბრალდების მხარის მთავარ მტკიცებულებას ნარკოტიკის შეფუთვაზე ამოსულ დნმ-ს განიხილავს. ის თედო აბრამოვს ეკუთვნის, თუმცა დაქსტილოსკოპიური ექსპერტიზის თანახმად, რომელიც დაცვის მხარემ დანიშნა, შესაფუთ მასალაზე კიდევ ორი პირის ანაბეჭდია.

16:11 14.8.2025

ინგა ჯაბანაშვილი საუბრობს ექსპერტიზაზე, რომელიც დაცვის მხარემ დანიშნა. ექსპერტიზის მიზანი იყო დაედგინა იმ დნმ-ის წარმომავლობა, რომელიც ნარკოტიკზე ამოვიდა. ექსპერტიზამ აჩვენა, რომ პაკეტზე ბიოლოგიური მასალა ნერწყვი იყო. ამან გაამყარა დაცვის მხარის მტკიცება, რომ თედო აბრამოვს დაკავებისას პირის ღრუში ხელი გამოუსვეს. ინგა ჯაბანაშვილის თქმით, ამ გზით „მოტყუებით" მოიპოვეს პოლიციელებმა აბრამოვის დნმ-ის და ხელოვნურად გადაიტანეს ნარკოტიკის შესაბუთ მასალაზე.

16:16 14.8.2025

თევდორე აბრამოვისთვის არ შეუთავაზებით ნარკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება. დაცვის ხმარის შუამდგომლობაზეც უარი თქვეს. ამის შემდეგ დაცვის მხარემ დანიშნა ქსპერტიზა თმის ნიმუშზე და აღმოჩნდა, რომ თედო აბრამოვს ნარკოტიკი არ ჰქონდა მოხმარებული. თმა ყველაზე დიდი ხანი ინახავს ინფორმაციას ნარკოტიკის მოხმარებაზე. ექსპერტმა თქვა, რომ მისი დასკვნა კატეგორიულია.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG