მოსამართლე სათათბიროდ გავიდა. ის გადაწყვეტილებას, ხვალ 11:00-ზე გამოაცხადებს.
16:59 - აბრამოვის საბოლოო სიტყვა. ის ამბობს, რომ დიდ დროს არ წაიღებს:
„ისჯებოდე ქვეყანაში, რომელიც ასე ძალიან შეგაყვარეს ბავშვობაში მშობლებმა და ისჯებოდე იმის გამო, რომ ეს ქვეყანა გიყვარს სირცხვილია. მჯერა, რომ ჩემი უდანაშაულობა დამტკიცდება...
მე რაღაც პერიოდი დაკავებული ვიყავი სპორტით, თავის ქებას არ დავიწყებ, შეხება არასდროს მქონია ნარკოტიკებთან, ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი, ის რაც გააკეთეს ე.წ. სამართალდამცველემა იმ ღამით, ყველას ვუსურვებ, რომ არც ერთს გამოგაცდევინოთ....
ვთვლი, რომ უდანაშაულო ვარ და მოვითხოვ სასამართლოსგან სწორ გადაწყვეტილებას".
თამარ მჭედლიშვილმა სხდომა არ გადადო და აპირებს ბრალდებულის საბოლოო სიტყვა მოისმინოს.
სასამართლო რეპლიკების ეტაპზე გადავიდა.
ფორუმი