Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თედო აბრამოვის საქმე - ლაივბლოგი (14/08/2025)

თევდორე აბრამოვის განაჩენამდე ორი პროცესია დარჩენილი. დღეს საბოლოო სიტყვას იტყვის დაცვის მხარე. სავარაუდოდ, ამ უფლებით ისარგებლებს ბრალდებულიც, რომელიც სასამართლოს წინაშე უკვე გამოიკითხა. აბრამოვს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავებიან. ის აქციაზე მიმავალი დააკავეს.

16:56 14.8.2025

ადვოკატი, ინგა ჯაბანაშვილი ასრულებს თავის სიტყვას:

„ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ობიექტური მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებდა ეჭვებს, შესაბამისად სასამართლოსთვის წარდგენილი მტკიცებულებები არადამაჯერებელია და არ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ამ სისხლის სამართლის საქმის მასალები მართლმსაჯულების საწინააღდეგო ქმედებაა, მიმართულია თედო აბრამოვის განზრახ დასჯისკენ....

ჩვენ გვაქვს საქმე იმასთან, რომ პოლიციიის თანამშრომლებმა სასამართლოს მისცეს ცრუ ჩვენებები,,, ეს სასამართლოსთვის ყველა ნიუანსში იყო ცხადი.. ასე მოდიან და საზოგადოების წინაშე და ფაქტობრივ გარემოებებზე იტყუებიან. მე მიმაჩნია, რომ ისინი საშიშენი არიან... მე როცა რაღაცას ვაპროტესტებს, მე ვარ პირველ რიგში მოქალაქე და ჩემს თავზეც შეიძლება იყოს ეს უკანონობა.. აქედან გამომდინარე ვთხოვ სასამართლოს ჩვენი აგუმენტაცია, მოტივაცია, ფაქტები, გარემოებების ფაქტების ანალიზი ობიექტურად შეაფასოს და გაითვალისწინოს. აქედან გამომდინარე პროკურატურას მიაჩნია, რომ ურთიერთშეთანხმებული ჩვენებები წარადგინეს?...მათ ვარაუდები წარმოადგინეს, ჩვენ მტკიცებულებები, შეაფასეთ ობიექტურად და მიიღეთ სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილება, რაც არის თევდორე აბრამოვის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება"

16:54 14.8.2025

თევდორე აბრამოვი ამბობს სიტყვას. [ეს ციტატა სრული არ არის და აკლია წინადადებები, სხდომათა დარბაზში ცუდი სმენადობის გამო - რ.თ]:

„დილის ექვს საათამდე ვერ დავიძინე, იმის ფიქრში, რა ხდება ჩემს ქვეყანაში და რა ხდება ჩემს თავს...

იმ სულგაყიდულმა, ორფეხა მოსიარულე არსებებმა რაღაც გალიაში გამომამწვდიეს და მომწყვიტეს ოჯახს, მეგობრებს, ჩემს ბებოს...აბსურდული ბრალდებით, ნული მტკიცებულებაა ბატონო მოსამართლე, შეეძლო ჩემი ტელეფონი გაეჩხრიკათ, არ მაქვს შესაძლებლობა ჩავატარო გამოძიება, მე არ ვარ გამომძიებელი...

იძახიან შეძენა-შენახვაო, მე ხომ ვზივარ სკამზე როგორც ბრალდებული ამ მუხლით? არ აინტერესებთ საიდან მოვიტანე? რატომ არაფერი კეთდება ამასთან დაკავშირებით?

მომწყვიტეს რეალობას და მომაქციეს სრულ ვაკუუმში...

ამ დიდ მინუსს, დიდი პლუსი აქვს, დამაახლოვეს საკუთარ თავთან და ღმერთთან...

მოკლედ, ჩემი შესაძლებლობები ნამდვილად მაკვირვებს…ვერც კი წარმოვიდგენდი, შეუძლებელი იქნებოდა...ემოციებია, რომელსაც ვერასდროს განვიცდიდი.

[მოსამართლე თამარ მჭედიშვილი აჩერებს, ეს დასკვნითი სიტყვააო - „სასამართლოსთვის თუ საუბრობთ, სასამართლოსთვის ისაუბრეთ, დასკვნითი სიტყვაა, თუ საზოგადოებისთვის საუბრობთ წერილებითაც ახერხებთ", - თქვა მან]

არძელებს აბრამოვი:

„ბორკილებდადებული შეჰყურებ ციხის ოთხ კედელს და ზიხარ და ფიქრობ, რაც გაგაჩნია არის მოთმინება, რომელიც დაკარგვის პირასაა.... ერთმა ჩემმა კარგმა მეგობარმა მითხრა, მხოლოდ მაშინ შეძლებ გამარჯვებას, როცა გონება ემოციაზე წინ იქნებაო...

უნდა ვიბრძოლოთ სიმართლისთვის, რაც დავიმსახურე და რაც არ დამიმსახურებია...

[წყალს ითხოვს თედო აბრამოვი]

არანაირი სიძულვილი, არანაირი ბრაზი, ზიზღი, იმ საშინელებისთვის, რისი მომსწრეც გავხდი...ვერავის ვერ გაგიმეტებთ ამისთვის, ბატონო მოსამართლე, ბატონო პროკურორო, სერიოზული სკოლაა, ასე დავარქვი...საშინელებაა ეს ყველაფერი რა, ერთს ვითხოვ, სამართლიანი გადაწყვეტილება დადგეს, რომ დავბრუნდე ჩემს ოჯახთან, ჩემს ბებიასთან..

ფანჯარა, რომელიც გვაქვს საკანში უყურებს ცენტრალურ გზას და ჩვენ გვაქვს იქ ერთი ხე, ამის წართმევა უნდოდათ, სხვა საკანში გადაყვანა...რაც არ უნდა უნდოდეთ ჩვენი მიწაში ჩადება, ჩვენ ფესვებს გავიდგამთ და აღმოვცენდებით..."

[თედო აბრამოვი სიტყვას წყვეტს - ემოციების გამო ვეღარ აგრძელებს]

16:34 14.8.2025

ადვოკატი ქართული სასამართლოების შემდეგ სტრასბურგის პრაქტიკას განიხილავს.

16:29 14.8.2025

სასამართლო პრაქტიკას აქვს შემთხვევები, როცა ნარკოდანაშაულზე ბრალდებულები გაამართლეს, რადგან არ არსებობდა ნეიტრალური მტკიცებულება , არ იყო ჩატარებული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, არ არსებობდა ე.წ. ნეიტრალური მოწმე.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG