Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თედო აბრამოვის საქმე - ლაივბლოგი (14/08/2025)

თევდორე აბრამოვის განაჩენამდე ორი პროცესია დარჩენილი. დღეს საბოლოო სიტყვას იტყვის დაცვის მხარე. სავარაუდოდ, ამ უფლებით ისარგებლებს ბრალდებულიც, რომელიც სასამართლოს წინაშე უკვე გამოიკითხა. აბრამოვს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავებიან. ის აქციაზე მიმავალი დააკავეს.

16:22 14.8.2025

ადვოკატი დასკვნით სიტყვაში ამბობს, რომ ჩამოყალიბებულია პრაქტიკა, როცა პოლიციელების ჩვენებები წინააღმდეგობრივია, ხოლო ნეიტრალური მტკიცებულება არ არსებობს, გადაწყვეტილება ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა იყოს მიღებული. მისი თქმით, ასეთი საქმეა სწორედ თედო აბრამოვის საქმეც.

16:27 14.8.2025

ინგა ჯაბანაშვილი უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე იწყებს საუბარს და რამდენიმე მაგალითი მოჰყავს. ერთ-ერთი მაგალითის თანახმად, სასამართლომ მიუთითა პროკურატურას, თუნდაც „ნივთის დალუქვის მომენტი გადაეღო". თედო აბრამოვის ადვოკატმაც ჩამოთვალა მომენტები, როცა პოლიციელებს თავისივე მონათხრობის თანახმად, გადაღების შესაძლებლობა ჰქონდათ.

16:29 14.8.2025

სასამართლო პრაქტიკას აქვს შემთხვევები, როცა ნარკოდანაშაულზე ბრალდებულები გაამართლეს, რადგან არ არსებობდა ნეიტრალური მტკიცებულება , არ იყო ჩატარებული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, არ არსებობდა ე.წ. ნეიტრალური მოწმე.

16:34 14.8.2025

ადვოკატი ქართული სასამართლოების შემდეგ სტრასბურგის პრაქტიკას განიხილავს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG