„გიორგი ქაჩლიშვილი ჩრეკის ოქმში ადასტურებს, რომ ვიდეოს გადაღება არის ჩხრეკის შემადგენელი ნაწილი....", - ამბობს ადვოკატი და ისევ და ისევ ასკვნის, რომ მიზეზების ძებნა, თუ რატომ არ გადაიღეს, მხოლოდ თავის მართლებაა.
„პოლიციელებმა არ გადაიღეს თუნდაც რამდენიმეწამიანი ვიდეო, რომელიც დადასტურებდა, ჩხრეკის დადგენილების გაცმობისა და ხელის მოწერის ფაქტს", - აცხადებს ადვოკატი. ამ შემთხვევაში გამოჩნდებოდა მართლაც თუ გაუწიოა წინააღმდეგოა პირადი ჩხრეკის დაწყებამდეო.
ადვოკატს მიაჩნია, რომ პოლიციელებს მინიმუმ გადაღების მცდელობა უნდა დაედასტურებინათ სასამართლოსთვის, რაც არ მოხდა. რამდენიმეწამიანი ვიდეოც კი არ არსებობს, სადაც გამოჩნდებოდა, რომ ბრალდებული მათი მტკიცებით წინააღმდეგობას მართლაც სწევდა, საპირისპიროს ჰყვება თევდორე აბრამოვი..
პატაკის თანახმად, რომლის საფუძველზეც გაჩხრიკეს თედო აბრამოვი, ბრალდებულს ნარკოტიკი სახლშიც უნდა ჰქონოდა და რას აკეთებენ პოლიციელები? - ინგა ჯაბანაშვილის თქმით, ამ ინფორმაციის ფლობის მიუხედავად, არც ერთ პოლიციელს მოუვიდა აზრად, რომ სახლი გაეჩხრიკა.
„ბინის ჩხრეკა დაიწყო, პირადი ჩხრეკის დასრულებიდან სამ საათში", - ამბობს ადვოკატი.
ინგა ჯაბანაშვილის თქმით, სახლის ჩხრეკის ოქმი არ არის დეტალური, არადა ყველაფერი ქრონოლოგიურად უნდა იყოს ასახული.
„ სახლის ჩხრეკის ოქმზე ხელი მოაწერინეს სახლში მყოფ პირს, იმ მოქმედებებზე, რომელიც არც კი განუხორციელებიათ", - ამბობს ადვოკატი.
„თევდორე აბრამოვის პირადი ჩხრეკის გადაღება და ნეიტრალური მტკიცებულების შექმნა განზრახ არ მოხდა, ამით დაარღვიეს საპროცესო კანონი", - ამბობს ინგა ჯაბანაშვილი.
ფორუმი