Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თედო აბრამოვის საქმე - ლაივბლოგი (14/08/2025)

თევდორე აბრამოვის განაჩენამდე ორი პროცესია დარჩენილი. დღეს საბოლოო სიტყვას იტყვის დაცვის მხარე. სავარაუდოდ, ამ უფლებით ისარგებლებს ბრალდებულიც, რომელიც სასამართლოს წინაშე უკვე გამოიკითხა. აბრამოვს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავებიან. ის აქციაზე მიმავალი დააკავეს.

14:22 14.8.2025

ამის შემდეგ ადვოკატი ჰყვება ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში განვითარებულ მოვლენებზე, იმ პოლიტიკურ დიალოგებსა და მიმართვაზე, როგორც განყოფილებაში დამხვედრი პოლიციელები ესაუბრებოდნენ ბრალდებულს.

14:23 14.8.2025

ინგა ჯაბანაშვილის თქმით, ტაქტიკაა, როცა ერთ-ერთი დამკავებელი კარგი პოლიციელის როლს ირგებს ხოლმე და ამით ბრალდებულის ნდობის მოპოვებას ცდილობს, ასე მოხდა თედო აბრამოვის შემთხვევაშიც, მას შემდეგ, რაც დააკავეს და წაიყვანეს კრიმინალურ პოლიციაში.

14:26 14.8.2025

„პროკურორის კითხვაზე, რატომ მოაწერა ჩხრეკის ოქმებს, თუ მის შინაარს არ ეთანხმებოდა, აბრამოვმა უპასუხა: თქვენ ეტყობა არ ყოფილხართ პოლიციაში, როცა თავზე გადგათ 12 პოლიციელი და არ იცი მოგკლავენ თუ რას გიზამენ, იმის გათვალისწინებით, რაც გარეთ ხდებოდა", - იხსენებს ადვოკატი დიალოგს ბრალდებულსა და პროკურორს შორის.

14:37 14.8.2025

ინგა ჯაბანაშვილი დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებებს განიხილავს და ამბობს, რომ მათ ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს, რომ მაგალითად, ჩხრეკის ადგილას იყო ათობით პოლიციელი და მტკიცება იმისა, რომ ვიდეო წინააღმდეგობის გაწევის გამო ვერ გადაიღეს, საფუძველს მოკლებულია, რომ გზაზე დადიოდნენ მოქალაქეები და ე.წ. ნეიტრალური მოწმის მოძიება შესაძლებელი იყო...

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG