ახლა ადვოკატი ბრალდების მხარის მთავარ მტკიცებულებას ნარკოტიკის შეფუთვაზე ამოსულ დნმ-ს განიხილავს. ის თედო აბრამოვს ეკუთვნის, თუმცა დაქსტილოსკოპიური ექსპერტიზის თანახმად, რომელიც დაცვის მხარემ დანიშნა, შესაფუთ მასალაზე კიდევ ორი პირის ანაბეჭდია.
აბრამოვის საქმეში არ არის მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებს, თედო აბრამოვის მიერ ნარკოტიკის შეძენას, ამის ამსახველი მიმოწერა, ზარი ან რაიმე სხვა.
„თევდორე აბრამოვის პირადი ჩხრეკის გადაღება და ნეიტრალური მტკიცებულების შექმნა განზრახ არ მოხდა, ამით დაარღვიეს საპროცესო კანონი", - ამბობს ინგა ჯაბანაშვილი.
ინგა ჯაბანაშვილის თქმით, სახლის ჩხრეკის ოქმი არ არის დეტალური, არადა ყველაფერი ქრონოლოგიურად უნდა იყოს ასახული.
„ სახლის ჩხრეკის ოქმზე ხელი მოაწერინეს სახლში მყოფ პირს, იმ მოქმედებებზე, რომელიც არც კი განუხორციელებიათ", - ამბობს ადვოკატი.
ფორუმი