პატაკის თანახმად, რომლის საფუძველზეც გაჩხრიკეს თედო აბრამოვი, ბრალდებულს ნარკოტიკი სახლშიც უნდა ჰქონოდა და რას აკეთებენ პოლიციელები? - ინგა ჯაბანაშვილის თქმით, ამ ინფორმაციის ფლობის მიუხედავად, არც ერთ პოლიციელს მოუვიდა აზრად, რომ სახლი გაეჩხრიკა.
„ბინის ჩხრეკა დაიწყო, პირადი ჩხრეკის დასრულებიდან სამ საათში", - ამბობს ადვოკატი.
„გიორგი ქაჩლიშვილი ჩრეკის ოქმში ადასტურებს, რომ ვიდეოს გადაღება არის ჩხრეკის შემადგენელი ნაწილი....", - ამბობს ადვოკატი და ისევ და ისევ ასკვნის, რომ მიზეზების ძებნა, თუ რატომ არ გადაიღეს, მხოლოდ თავის მართლებაა.
„პოლიციელებმა არ გადაიღეს თუნდაც რამდენიმეწამიანი ვიდეო, რომელიც დადასტურებდა, ჩხრეკის დადგენილების გაცმობისა და ხელის მოწერის ფაქტს", - აცხადებს ადვოკატი. ამ შემთხვევაში გამოჩნდებოდა მართლაც თუ გაუწიოა წინააღმდეგოა პირადი ჩხრეკის დაწყებამდეო.
ადვოკატს მიაჩნია, რომ პოლიციელებს მინიმუმ გადაღების მცდელობა უნდა დაედასტურებინათ სასამართლოსთვის, რაც არ მოხდა. რამდენიმეწამიანი ვიდეოც კი არ არსებობს, სადაც გამოჩნდებოდა, რომ ბრალდებული მათი მტკიცებით წინააღმდეგობას მართლაც სწევდა, საპირისპიროს ჰყვება თევდორე აბრამოვი..
ადვოკატ, ინგა ჯაბანაშვილის თქმით, პოლიციელების პასუხი, რატომ არ გადაიღეს ჩხრეკა, არის ზოგადი და სამართალდამცველისთვის შეუსაბამო.
„უნდა გადაეღოთ, სიტყვები, რომ წინასწარ არ იცოდნენ, რა ვითარება დახვდებოდათ ადგილზე და არ მოემზადნენ[გულისხმობს პოლიციელების საკმარისი ოდენობის მობილიზებას] მხოლოდ და მხოლოდ თავის მართლებაა".
ადვოკატი ისევ ჩვენებებს განიხილავს და ცდილობს სასამართლოს აჩვენოს ის უზუსტობები და განსხვავებები, რაც ერთსა და იმავე ადგილზე, ერთსა და იმავე დროს მყოფი პოლიციელების მონაყოლშია. ამით კი მოწმეების სანდოობას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. მისთვის საეჭვოა პატაკიც, რომლის საფუძველზეც საგამოძიებო მოქმედება გადაუდებლად ჩატარდა. ინგა ჯაბანაშვილს აინტერესებს - საიდან იცოდნენ, რომ თედო აბრამოვი საღამოს სახლიდან გამოვიდოდა და აქციაზე წავიდოდა, როცა ეს ბრალდებულსაც კი არ ჰქონდა თავად გადაწყვეტილი.
ფორუმი