Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თედო აბრამოვის საქმე - ლაივბლოგი (14/08/2025)

თევდორე აბრამოვის განაჩენამდე ორი პროცესია დარჩენილი. დღეს საბოლოო სიტყვას იტყვის დაცვის მხარე. სავარაუდოდ, ამ უფლებით ისარგებლებს ბრალდებულიც, რომელიც სასამართლოს წინაშე უკვე გამოიკითხა. აბრამოვს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავებიან. ის აქციაზე მიმავალი დააკავეს.

15:02 14.8.2025

ადვოკატი ინგა ჯაბანაშვილი ამბობს, რომ პოლიციელების: გიორგი ქაჩლიშვილის, გიორგი თევდორაშვილის და ბეა წოწკოლაურის ჩვენებები არასანდოა. ისინი მონაწილეობდნენ თევდორე აბრამოვის ჩხრეკასა და დაკავებაში.

ის აანალიზებს სასამართლოში მათ მიერ მიცემულ ჩვენებებს და უზუსტობებზე საუბრობს. ადვოკატის მიზანია აჩვენოს, რომ შესაძლებელი იყო ვიდეოგადაღება, თუმცა პოლიციელებმა ეს მიზანმიმართულად არ გააკეთეს.

14:55 14.8.2025

ისევე როგორც ყველა სხვა საქმეში, სადაც ბრალდება ნარკოტიკებს ეხება, დაცვის მხარის დაკვნით სიტყვაში მინიმუმ ერთი აბზაცი ეთმობა ფაქტს, რომ ნარკოტიკის ამოღების ვიდეომტკიცებულება არ არსებობს. ვიდეოს გადაღების ვალდებულება სამართალდამცველებს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკისრა

14:37 14.8.2025

ინგა ჯაბანაშვილი დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებებს განიხილავს და ამბობს, რომ მათ ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს, რომ მაგალითად, ჩხრეკის ადგილას იყო ათობით პოლიციელი და მტკიცება იმისა, რომ ვიდეო წინააღმდეგობის გაწევის გამო ვერ გადაიღეს, საფუძველს მოკლებულია, რომ გზაზე დადიოდნენ მოქალაქეები და ე.წ. ნეიტრალური მოწმის მოძიება შესაძლებელი იყო...

14:26 14.8.2025

„პროკურორის კითხვაზე, რატომ მოაწერა ჩხრეკის ოქმებს, თუ მის შინაარს არ ეთანხმებოდა, აბრამოვმა უპასუხა: თქვენ ეტყობა არ ყოფილხართ პოლიციაში, როცა თავზე გადგათ 12 პოლიციელი და არ იცი მოგკლავენ თუ რას გიზამენ, იმის გათვალისწინებით, რაც გარეთ ხდებოდა", - იხსენებს ადვოკატი დიალოგს ბრალდებულსა და პროკურორს შორის.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG