ინგა ჯაბანაშვილის თქმით, ტაქტიკაა, როცა ერთ-ერთი დამკავებელი კარგი პოლიციელის როლს ირგებს ხოლმე და ამით ბრალდებულის ნდობის მოპოვებას ცდილობს, ასე მოხდა თედო აბრამოვის შემთხვევაშიც, მას შემდეგ, რაც დააკავეს და წაიყვანეს კრიმინალურ პოლიციაში.
ამის შემდეგ ადვოკატი ჰყვება ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში განვითარებულ მოვლენებზე, იმ პოლიტიკურ დიალოგებსა და მიმართვაზე, როგორც განყოფილებაში დამხვედრი პოლიციელები ესაუბრებოდნენ ბრალდებულს.
ადვოკატის თქმით, თევდორე აბრამოვი თავიდანვე აცხადებდა, რომ ჩხრეკის დროს მისი პირადი ნივთები დაიკარგა, მაგალითად საბანკო ბარათი.
„იმ ადამიანს, ვისაც ხელში ნარკოტიკი ჰქონდა, [ანუ ამოღების შემდეგი ეპიზოდი] პირის ღრუში გამოუსვა ხელი....", - ამბობს ადვოკატი.
„მომატყუეს“, „ისარგებლებს", - კითხულობს თედო აბრამოვის ჩვენებიდან სიტყვებს და აცხადებს, რომ ჩხრეკის ოქმზეც მოტყუებით, ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მოაწერინეს ხელი, რადგან უთხრეს, რომ „არაფერი იყო ისეთ და რამდენიმე საათში გამოუშვებდნენ".
ადვოკატი ჰყვება, თედო აბრამოვის ოჯახზე, საბერძნეთიდან საქართველოში ჩამოსვლის მიზეზებსა და დროზე, აქციებში მონაწილეობის მოტივაციაზე.
„მაქსიმალურად ჩავერთე, რათა დავხმარებოდი დაზიანებულ ადამიანებს, ასე მივიჩნიე საჭიროდ, რომ დავხმარებოდი ჩემს ხალხს", - კითხულობს ამონარიდს თედო აბრამოვის ჩვენებიდან.
ამის შემდეგ დაკავების დღეზე ჰყვება ადვოკატი, ისევ თედო აბრამოვის ჩვენებაზე დაყრდნობით, თუ როგორ დახვდნენ სახლიდან გამოსულს პოლიციელები, გადაათრიეს ბუჩქებისკენ და ხელიდან გამოწიწკნეს ტელეფონი და არა ჯიბიდან ამოუღეს, როგორც საქმის მასალებშია.
„რომ მკითხეს, რამე საწინააღმდეგო თუ მქონდა ვუთხარი, თუ ასეთად თვლით მაქვს ნიღაბი, აირწინაღი, კასტეტი", - კითხულობს ადვოკატი თედო აბრამოვის ჩვენებას.
ადვოკატი ასკვნის, რომ ბრალდებულმა ძალიან სწორად შეაფასა ის სტრესული მდგომარეობა, რომელშიც მოხვდა და რომელსაც აღწერს.
„10-12 ადამიანის ყურება და არაფრის თქმა, როცა კითხვას უსვამ და პასუხს არ გცემენ, მასში მოახდენდა ფსიქოლოგიურ სტრესს...მას ტელეფონი არ ჰქონდა და თავისთავად იყო გაუგებრობაში", - ამბობს ადვოკატი.
ფორუმი