Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თედო აბრამოვის საქმე - ლაივბლოგი (14/08/2025)

თევდორე აბრამოვის განაჩენამდე ორი პროცესია დარჩენილი. დღეს საბოლოო სიტყვას იტყვის დაცვის მხარე. სავარაუდოდ, ამ უფლებით ისარგებლებს ბრალდებულიც, რომელიც სასამართლოს წინაშე უკვე გამოიკითხა. აბრამოვს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავებიან. ის აქციაზე მიმავალი დააკავეს.

14:12 14.8.2025

აგრძელებს ადვოკატი: ბრალდების მხარემ არ შექმნა ნეიტრალური მტკიცებულება. განზრახ არ აწარმოა ვიდეოგადაღება... აშკარად დასტურდება, რომ წარმოდგენილი მოწმეები იძლევიან არასწორ ინფორმაციას, რაც გვაძლევს დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ეს სისხლის სამართლის საქმე მთლიანად არის გაყალბებული".

ამის შემდეგ ადვოკატი საქმეში არსებული მოწმეების ჩვენებების დეტალურ განხილვას იწყებს და პირველი, ბრალდებულ თედო აბრამოვის ჩვენებას კითხულობს.

14:12 14.8.2025

სხდომა გაიხსნა დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვით, რომელსაც წარმოთქვამს ადვოკატი, ინგა ჯაბანაშვილი. ის კატეგორიული და მკაცრია და პირდაპირ ამბობს, რომ:

„ეს საქმე მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება სამართალდამცავი ორგანოები იქცნენ სამართალდამრღვევებად... ეს საქმე მაგალითია იმისა, როგორი მასშტაბური და აშკარაა სამართალდამცველი ორგანოების :პოლიციის და პროკურორის თვითნებობა უდანაშაულო ადამიანის დადანაშაულებაში".

[ბევრ მნიშვნელოვან წინადადებას წარმოთქვამს ადვოკატი, თუმცა დარბაზში ცუდად ისმის].

ფორუმი

XS
SM
MD
LG