Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
11 დემონსტრანტის სხდომაზე არსენ ხუნაშვილმა თქვა, რომ "ორგანიზატორებსა და ბრალდებულებს შორის პირდაპირი კავშირი დადასტურებული არაა".
11 დემონსტრანტის სხდომაზე არსენ ხუნაშვილმა თქვა, რომ "ორგანიზატორებსა და ბრალდებულებს შორის პირდაპირი კავშირი დადასტურებული არაა".

8 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (04/08/2025)

⭕რას იტყვის საქმის მთავარი გამომძიებელი არსენ ხუნაშვილი ჯგუფური ძალადობის იმ საქმეზე, სადაც 8 აქტივისტია ბრალდებული და მათგან სამს ორგანიზებას ედავებიან? ⭕დღესვე გავიგებთ, დაერთვება თუ არა "ფლეშკით" მოტანილი ხმიანი ვიდეო საქმეს, როგორც მტკიცებულება.

18:04 4.8.2025

კითხვებს სვამს თამარ მჭედლიშვილი. ის აზუსტებინებს გამომძიებელს, როცა თქვით ხელკეტები ამოვიღეთ, ამ საქმეზე თქვითო?

გამომძიებელი ამბობს, რომ „ოფისების ჩხრეკისას ამოიღეს“, „ამ საქმეზე არა“, საიდანაც ეს საქმე გამოიყო იქაა ამოღებულიო.

აგრძელებს მოსამართლე კითხვების დასმას: თქვენ თქვით, რომ შევამოწმე დისკი და ხმა რომ არ ჰქონოდაო, არ დაასრულეთ, რა იგულისხმეთ?

გამომძიებელი: დეფექტი რომ ჰქონოდა ახლიდან ჩამოვტვირთავდი ან რაიმეს ვიზამდი

მოსამართლე: ანუ თქვენი მოსაზრებაა, რომ სასამართლოში წარმოდგენამდე ხმა ჰქონდა?

გამომძიებელი: არა, ექსპერტიზაზეც იყო გაგზავნილი, წარმოდგენა არ მაქვს რა მოხდა

- როცა ზვიად ცეცხლაძის ბინის ჩხრეკის ბინა იჩხრიკებოდა, თქვენ ვინმე დაგიკავშირდათ?

- ამ დროს ერთად ბევრი საგამოძიებო მოქმედება იყო, ვიცოდი, რომ იჩხრიკებოდა

მოსამართლემ კითხვების დასმა დაასრულა.

18:06 4.8.2025

ახლა პროკურორები იმ ვიდეოს შემოწმებას ითხოვენ, რომელიც გამომძიებელმა მეხსიერების ბარათით მოიტანა. ამ ვიდეოს ხმა აქვს, განსხვავებით დედანისა. არადა ეს ვიდეოები გამომძიებლის მტკიცებით, იდენტურია. ასე არ ფიქრობენ ადვოკატები, ისინი ვიდეომტკიცებულების ავთენტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ.

უცნობია, რა მიზანს ემსახურება პროკურორების მხრიდან ამ ვიდეოს შემოწმების მოთხოვნა.

18:14 4.8.2025

ხმაურია სხდომაზე. ადვოკატები ამბობენ, რომ ახლა ჩვენ ვუყურებთ საქმეში ჰაერიდან მოტანილი ვიდეოს მტკიცებულებად ქცევას, რასაც წლების შემდეგ შეაფასებენ. მოსამართლე მოუწოდებს პროკურორებს წყნარად შეამოწმონ ვიდეო და კითხვები არ დასვან, რადგან მოწმის დაკითხვა დასრულებულია. [ჯერჯერობით ხმიანი ვიდეოს მტკიცებულებად დართვას პროკურორები არ ითხოვენ].

გაუგებარია, ვინ რას აკეთებს და ამოწმებს.

ვასილ კაძელაშვილი ხუმრობს - ციხიდან ვაორგანიზებ ძალადობას.

ცოლის რეპლიკა - გაჩუმდი, მაგ ლაპარაკის გამო ზიხარ მანდ [სიცილია].

მთავარი გამომძიებელი ტოვებს სხდომათა დარბაზს. თორნიკე გოშაძის დედამ, მარიზი კობახიძემ მიაძახა: „ასობით ზვიად ცეცხლაძის დიპლომი ვნახე მასთან სახლში, შენ ერთი მაჩვენე".

18:17 4.8.2025

პროკურორები ამბობენ, რომ დღეს მტკიცებულებების შესწავლას დაასრულებენ. ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ საქმეში არსებული უხმო ვიდეოა ჯერ შესასწავლი. ვაჟა თოდუა დისკს რთავს.

„ხმას რომ აუწიოთ“, - ხუმრობს დავით ჭიკაიძე. მოსამართლე სიცილს ვერ იკავებს, პირზე ხელს იფარებს და მეცინებაო, თითქოს თავს იმართლებს.

პროკურორები არ იცინიან. „გაიცინეთ, ადამიანები ვართ“, - მიმართავს დავით ჭიკაიძე.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG