მომდევნო სასამართლო სხდომა 7 აგვისტოს გაიმართება და დაიწყება დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვა, ყველაზე მეტი მოწმე ჰყავთ ადვოკატებს: დავით ჭიკაიძესა და გუჯა ავსაჯანიშვილს. სწორედ, მათი მოწმეების დაკითხვა დაიწყება მომდევნო სხდომაზე.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა. შემდეგ სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება.
ზვიად ცეცხლაძის განცხადება მის წინააღმდეგ ვიდეომტკიცებულებების ნახვის შემდეგ:
„ლექცია საჯაროდ ჩატარდა და თქვენ შეგიძლიათ დღესაც ნახოთ. რაც შეეხება ფარის აქცია, ის იყო საჯარო და დადებული იყო სახელწოდებით „ფარით ან ფარზე“. პოლიციით ვიყავით გარშემორტყმულები, იქ რომ რაიმე უკანონო გაგვეკეთებინა მოახდენენ რეაგირებას. ამ ვიდეოს, რაც ახლა ნახეთ ზევიდან აწერია 9-გრამიანი ტყვია ჭირდებათ ამასო და ამაზე რაიმე რეაგირება მოახდინეთ, ან მუქარის კვალი ხომ არ დაინახეთ?", - კითხულობს ზვიად ცეცხლაძე.
ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ უხმო ვიდეომტკიცებულების პრობლემა პროკურორებმა ვერ გადაჭრეს. სასამართლომ უხმო ვიდეო გამოიკვლია.
მესამე ვიდეომტკიცებულებაც რუსთაველზეა გადაღებული. ზვიად ცეცხლაძე ასწავლის დაინტერესებულებს, როგორ დაამზადონ სახელდახელოდ ფარები, პოლიციისგან თავის დასაცავად.
განცხადებას აკეთებს დავით ჭიკაიძე. მისი თქმით, ლექციაზე, რომელიც ახსენა ზვიად ცეცხლაძემ შემაჯამებელ სიტყვაში აუცილებლად ისაუბრებს. ამასთან ამატებს, რომ განმარტებებს ლექციაზე და დაუმორჩილებლობაზე თავად ბრალდებულიც გააკეთებს.
„რაც შეეხება ფარს, ის არის თავდაცვის საშუალება, ფარს და აბჯარს ისტორიიდან ვიცით რისთვის იყენებდნენ, მოსაგერიებლად", - ამბობს დავით ჭიკაიძე.
ფორუმი