მესამე ვიდეომტკიცებულებაც რუსთაველზეა გადაღებული. ზვიად ცეცხლაძე ასწავლის დაინტერესებულებს, როგორ დაამზადონ სახელდახელოდ ფარები, პოლიციისგან თავის დასაცავად.
მეორე ვიდეომტკიცებულება ზვიად ცეცხლაძის ინტერვიუა პირდაპირ ეთერში, ტელეკომპანია მთავარ არხთან. ის სატელევიზიო კომენტარში რუსთაველზე მიმდინარე მოვლენებს აფასებს.
„ბოლომე უნდა მივიყვანოთ საქმე ბრძოლით, კიდევ ბევრი დარბევა იქნება და ამათი დარბევაც მალე იქნება", - ამბობს საჯარო ინტერვიუში ზვიად ცეცხლაძე.
ამის შემდეგ ზვიად ცეცხლაძე ამბობს, რომ თსუ-ს ადმინისტრაციას შეუთანხმდნენ და სტუდენტებს შეუძლიათ იქ თავი შეაფარონ. კარი ღია იქნება.
„სახელმწიფო დაუმორჩილებლობაზე ლექციას ვატარებს, რეჟიმის მიერ ოკუპირებულ უნივერსიტეტში და გელით გველას", - ამბობს ზვიად ცეცხლაძე ვიდეოში და ამატებს, „როგორ ვიბრძვით და რას ვაკეთებთ იმაზეა ლექცია და გაგვეხარდება თუ მოხვალთ".
პროკურორები ამბობენ, რომ დღეს მტკიცებულებების შესწავლას დაასრულებენ. ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ საქმეში არსებული უხმო ვიდეოა ჯერ შესასწავლი. ვაჟა თოდუა დისკს რთავს.
„ხმას რომ აუწიოთ“, - ხუმრობს დავით ჭიკაიძე. მოსამართლე სიცილს ვერ იკავებს, პირზე ხელს იფარებს და მეცინებაო, თითქოს თავს იმართლებს.
პროკურორები არ იცინიან. „გაიცინეთ, ადამიანები ვართ“, - მიმართავს დავით ჭიკაიძე.
ხმაურია სხდომაზე. ადვოკატები ამბობენ, რომ ახლა ჩვენ ვუყურებთ საქმეში ჰაერიდან მოტანილი ვიდეოს მტკიცებულებად ქცევას, რასაც წლების შემდეგ შეაფასებენ. მოსამართლე მოუწოდებს პროკურორებს წყნარად შეამოწმონ ვიდეო და კითხვები არ დასვან, რადგან მოწმის დაკითხვა დასრულებულია. [ჯერჯერობით ხმიანი ვიდეოს მტკიცებულებად დართვას პროკურორები არ ითხოვენ].
გაუგებარია, ვინ რას აკეთებს და ამოწმებს.
ვასილ კაძელაშვილი ხუმრობს - ციხიდან ვაორგანიზებ ძალადობას.
ცოლის რეპლიკა - გაჩუმდი, მაგ ლაპარაკის გამო ზიხარ მანდ [სიცილია].
მთავარი გამომძიებელი ტოვებს სხდომათა დარბაზს. თორნიკე გოშაძის დედამ, მარიზი კობახიძემ მიაძახა: „ასობით ზვიად ცეცხლაძის დიპლომი ვნახე მასთან სახლში, შენ ერთი მაჩვენე".
ფორუმი