დამატებითი კითხვები აქვს ზვიად ცეცხლაძის ადვოკატს, დავით ჭიკაიძეს. მიდასტურებთ, თუ არა, რომ ჩემთვის აბსტრაქტული ვიდეო 30 ნოემბერსაა დადებული?
გამომძიებელი ამბობს, რომ „კი“. მაშინ, როგორ ორგანიზდებოდა აქცია, 28-ში და 29-შიო, - ეკითხება ჭიკაიძე.
„ბევრი ორგანიზატორი ჰყავდა აქციას...ეს შეიძლება ყოფილიყო 100 კაცი,,, კონკრეტული ვინაობა, რომ დადგენილიყო მივცემდით მსვლელობას, ვინც დადგინდა ამ ეტაპზე, დანარჩენზე გამოძიება მიდის", - ამბობს არსენ ხუნაშვილი.
აგრძელებენ კითხვების დასმას ადვოკატები. „თქვენი ხმა აღარ იყოს, ექვსს რომ გადასცილდება და მუშაობას გავაგრძელებთო", - ამბობს მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილი.
„ჯერ ექვსი არ არის“, - ამბობს დავით ჭიკაიძე და ტელეფონის ეკრანს ატრიალებს მოსამართლისკენ.
არჩილ ჭავჭანიძეს აინტერესებს, რატომ არ გაჩხრიკა ვეფხია კასრაძის საცხოვრებელი სახლი, თუ ის კაძელაშვილთან ერთად ძალადობრივ ქმედებებს გეგმავდა, მათ შორის „ჩახოცვას“, „გადაწვას".
„არ მახსოვს...", - ამბობს მოწმე.
„რის საფუძველზე ვზივარ ციხეში, არაა ექსპერტიზა ჩატარებული, გამაგებინეთ“, - ისმის ვეფხია კასრაძის ხმა.
კითხვებს სვამს ბრალდებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი:
- გამოძიებელს აქვს თუ არა მოვალეობა, პირზე, რომელსაც ბრალი წაუყენა, გამოითხოვოს ყველა მოქმედება მისი და ინფორმაცია
- რას გულისხმობთ ყველა ინფორმაციაში?
- მაგალითად, სად ვსწავლობ
- ეს გამოძიებისთვის არ იქნებოდა მნიშვნელოვანი
- ჩემი ტელეფონის ჩანაწერები, გადაადგილება, სად ვცხოვრობ, ვმუშაობ მეგობრები
- შენი მეგობრების დადგენა გამოძიებისთვის არ იქნებოდა მნიშვნელოვანი, სადაც ცხოვრობ დადგენილია და ბინა გაჩხრეკილია... ანგარიშები და ტელეფონის ჩანაწერები გამოთხოვილია
- თქვენ თქვით, რომ ადგილზ ვერ მიდიოდით, როცა დასუფთავების სამსახური ასუფთავდება ქუჩას, მაშინ ვერ მიხვიდოდი?
- დილიდანვე აქციები იყო და ხალხი იყო
- დარბევების მერე დასუფთავების სამსახურს არ გაუვლია იქ ადგილზე?
- რომ გაივლიდა, შემდეგ ხალხი ჩადიოდა ისევ.... დაზიანებულისთვის სურათები გადაღებულია და დართულია საქმეზე.
[მოსამართლე უზუსტებს კითხვას]
გამომძიებლის თქმით, ადგილზე მისვლა რელევანტური აღარ იყო, რადგა გადარეცხილი ხვდებოდა ყველაფერი.
- ვიდეოში, რაც გაჩვენათ ჩემმა ადვოკატმა ჩემზე ბნელა თუ ხელოვნურადაა განათებული?
- აღქმადი არ იყო. ხელოვნურადაა განათებული.
ნიკოლოზ ჯავახიშვილმა კითხვები დაასრულა.
ფორუმი