Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
11 დემონსტრანტის სხდომაზე არსენ ხუნაშვილმა თქვა, რომ "ორგანიზატორებსა და ბრალდებულებს შორის პირდაპირი კავშირი დადასტურებული არაა".
11 დემონსტრანტის სხდომაზე არსენ ხუნაშვილმა თქვა, რომ "ორგანიზატორებსა და ბრალდებულებს შორის პირდაპირი კავშირი დადასტურებული არაა".

8 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (04/08/2025)

⭕რას იტყვის საქმის მთავარი გამომძიებელი არსენ ხუნაშვილი ჯგუფური ძალადობის იმ საქმეზე, სადაც 8 აქტივისტია ბრალდებული და მათგან სამს ორგანიზებას ედავებიან? ⭕დღესვე გავიგებთ, დაერთვება თუ არა "ფლეშკით" მოტანილი ხმიანი ვიდეო საქმეს, როგორც მტკიცებულება.

16:58 4.8.2025

ადვოკატი, ნინო ლომინაძე: როგორც გამომძიებელს საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე გაქვთ თუ არა ვალდებულება ემსახუროთ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას?

გამომძიებელი, არსენ ხუნაშვილი: ცალსახად

ადვოკატი: ცალსახად მპასუხობთ, მაგრამ თქვენთვის პრიორიტეტული იყო ამ ადამიანების მხოლოდ ვინაობების დადგენა.

იქამდე გამომძიებელმა თქვა, რომ საჭიროდ არ ჩათვალა გაერკვია ვიდეოებს ჰქონდა თუ არა მონტაჟის ჯვალი და არ დანიშნა ხმის ექსპერტიზები, იგივე არგუმენტით.

17:01 4.8.2025

კითხვებს სვამს ინსაფ ალიევის ადვოკატი, აიჰან ჰასანლი.

17:04 4.8.2025

ადვოკატს აინტერესებს, რომელიმე დაზარალებულმა მიუთითა თუ არა, რომ ისნაფ ალიევმა მიაყენა დაზიანება. გამომძიებელი ამბობს, რომ მოწმეები არ გამორიცხავდნენ, რომ ნებისმიერ ბრალდებულს შეიძლება მიეყენებინა დაზიანება მათთვის.

კითხვას იმეორებს ადვოკატი. პროკურორი იცილებს.

17:06 4.8.2025

კითხვები შეიძლება ითქვას, რომ მეორდება, იცვლება სახელი და გვარები. გამომძიებელი ერთსა და იმავეს პასუხობს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG