კითხვაზე, როგორ გაიგებდა ადამიანი მაგალითად ზვიად ცეცხლაძის ვიდეოს შინაარს თუ მან ქართული არ იცის, გამომძიებელი პასუხობს, რომ თუ ენა არ იცის, ვერ გაიგებდა, მაგრამ შესაძლოა ვინმეს ეთარგმნა.
გუჯა ავსაჯანიშვილი ერთვება აიჰან ჰასანლის დაკითხვაში და სვამს კითხვას, დასტურდება თუ არა, რომ ინსაფ ალიევიცაა კოტექსტში როცა ვსაუბრობთ, რომ სავარაუდოდ ვეფხია კასრაძემ, ვასილ კაძელაშვილმა და ზვიად ცეცხლაძემ დააორგანიზებს ძალადობა?
პროკურორები იცილებენ. მოსამართლე არ აკმაყოფილებს. გამომძიებელი პასუხობს: „ორგანიზება არის ერთი და იგივე დროში, ჰქონდათ ერთი და იგივე მიზანი, უშუალო კავშირი ერთმანეთთან შეიძლება დადასტურდეს ტელეფონების ექსპერტიზის შემდგომ", - აცხადებს გამომძიებელი.
ისევ კითხვა აქვს გუჯა ავსაჯანაშვილს - უნაწილებდნენ თუ არა რაიმე როლს ინსაფ ალიევს ეს პირებიო. პროკურორები განრიდებას ითხოვენ. მოსამართლე არ აკმაყოფილებს. მოწმე პასუხობს: დადგინდებაო....
„მერე არ მაინტერესებს, რა ხდება, ახლა მიპასუხეთ კი თუ არა", - ისევ გუჯა ავსაჯანიშვილი.
„უშუალოდ კაძელაშვილის და ალიევის საუბარი არ მაქვს...".
„ვეფხიასი და ალიევის, რადგან თავად დამიშალეთ?", - ეკითხება გუჯა ავსაჯანიშვილი.
„უშუალდ მასთან მიმართება არ ჩანს, თუმცა შესაძლებელია მათმა მოწოდებებმა ალიევზე იქონია გავლენა".
მოწმეს შუბლზე უდევს ხელი, აქანავებს ფეხს, აწვალებს კალამს.
გამომძიებელი ამბობს, რომ გამოძიებას არ მიუთითებია მოწმეებისთვის განცხადებით მოეტანათ სამედიცინო დასკვნები და ამოღება აღარ იყო საჭირო.
კითხვების დასმას აგრძელებს ინსაფ ალიევის ადვოკატი. მას აინტერესებს, დანიშნა თუ არა ექსპერტიზა ვიდეოების ავთენტურობის დასადგენად. ის ამბობს, რომ სხვა გამომძიებელმა დანიშნა ექსპერტიზა.
აიჰან ჰასანლი ეკითხება გამომძიებელს, დანიშნა თუ არა ექსპერტიზა იმის დასადგენად, რომ საგანს, რომელიც სავარაუდოდ, ინსაფ ალიევს ხელში ეჭირა, დაზიანების მიყენება შეუძლია.
გამომძიებლის თქმით, არ იცის რომელ ექსპერტიზაზე საუბრობს ადვოკატი.
ფორუმი