Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
11 დემონსტრანტის სხდომაზე არსენ ხუნაშვილმა თქვა, რომ "ორგანიზატორებსა და ბრალდებულებს შორის პირდაპირი კავშირი დადასტურებული არაა".
11 დემონსტრანტის სხდომაზე არსენ ხუნაშვილმა თქვა, რომ "ორგანიზატორებსა და ბრალდებულებს შორის პირდაპირი კავშირი დადასტურებული არაა".

8 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (04/08/2025)

⭕რას იტყვის საქმის მთავარი გამომძიებელი არსენ ხუნაშვილი ჯგუფური ძალადობის იმ საქმეზე, სადაც 8 აქტივისტია ბრალდებული და მათგან სამს ორგანიზებას ედავებიან? ⭕დღესვე გავიგებთ, დაერთვება თუ არა "ფლეშკით" მოტანილი ხმიანი ვიდეო საქმეს, როგორც მტკიცებულება.

15:54 4.8.2025

გიორგი გოშაძეს სასამართლოზე მეგობრები ესტუმრნენ. ბევრს საუბრობენ ისეთ თემებზე, რაც მხოლოდ მათ ესმით, გოშაძე სამ მეგობარს მაისურს აჩვენებს: „ნახეთ, რა მაგარი ზმანები მაქვსო“. „თავი გადაიპარსეთ, კაცებს დაემგვანეთო".

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი ეკითხება ადვოკატ გუჯა ავსაჯანიშვილს, მიმინოშვილის და ჯავახიშვილის შეყვარებულები სად არიანო. [დღეს სხდომას არ ესწრებიან]. ამავე დიალოგისას იგებს მოსამართლე, რომ ისინი უკვე ბრალდებულების ცოლები არიან.

სხდომა განახლდა.

15:56 4.8.2025

მთავარ გამომძიებელს კითხვებს უსვამს ვეფხია კასრაძის ადოკატი, არჩილ ჭავჭანიძე.

16:00 4.8.2025

ადვოკატი დაინტერესდა, რაში გამოიხატება ძალადობის ორგანიზება. გამომძიებელი იწყებს იმ ვიდეოს შინაარსის მოყოლას, სადაც ბრალდების მტკიცებით, კაძელაშვილი და კასრაძე არიან გადაღებულები.

„ვეფხია კასრაძე ვიდეოში ჩანს ტანმხლებ ორ პირთან ერთად, ჩანს აქციის მონაწილეები, ეს არის აქციის მიმდინარეობა, სადაც იგეგმება, როგორ უნდა შეუქმნან პრობლემები პოლიტიკური თანამდებობის პირებს...მერე ამბობენ, რომ 200 კაცით უნდა დახვდნენ"...

- ქმედება სად არის ქმედება? [კითხულობს ვეფხია კასრაძე]

- იგეგმება - პასუხობს გამომძიებელი.

- რატომ არ დაელოდეთ?

- რას უნდა დაველოდოთ...

16:07 4.8.2025

არჩილ ჭავჭანიძემ მოწმეს წარუდგინა ვეფხია კასრაძისა და ვასილ კაძელაშვილის წინააღმდეგ საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულება. ადვოკატი კითხულობს, ამ ვიდეოდან რომელ ეპიზოდში დგინდება კავშირი ბრალდებულებთან.

გამომძიებლის თქმით, ძალადობა მზადდება, ამბობს სიტყვებს „ჩავხოცოთ“ და გეგმას ასევე ამ ძალადობას, ასევე, ორგანიზებასაც უწევს". ის ადასტურებს, რომ ვიდეოში კასრაძისა და კაძელაშვილის გარდა სხვა ბრალდებულები არ ჩანან.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG