Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
11 დემონსტრანტის სხდომაზე არსენ ხუნაშვილმა თქვა, რომ "ორგანიზატორებსა და ბრალდებულებს შორის პირდაპირი კავშირი დადასტურებული არაა".
11 დემონსტრანტის სხდომაზე არსენ ხუნაშვილმა თქვა, რომ "ორგანიზატორებსა და ბრალდებულებს შორის პირდაპირი კავშირი დადასტურებული არაა".

8 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (04/08/2025)

⭕რას იტყვის საქმის მთავარი გამომძიებელი არსენ ხუნაშვილი ჯგუფური ძალადობის იმ საქმეზე, სადაც 8 აქტივისტია ბრალდებული და მათგან სამს ორგანიზებას ედავებიან? ⭕დღესვე გავიგებთ, დაერთვება თუ არა "ფლეშკით" მოტანილი ხმიანი ვიდეო საქმეს, როგორც მტკიცებულება.

14:55 4.8.2025

„თარიღიდან, ადგილიდან მიზნიდან და მიმართულებიდან გამომდინარე, რასაც ისინი ახორციელებდნენ შესაძლოა იცნობდნენ ერთმანეთს", - ასეთია გამომძიებლის პასუხი იცნობდნენ თუ არა ბრალდებულები ერთმანეთს.

„არის ვარაუდი, რომ რადგან ვიდეოში არიან ერთად შესაძლოა ერთმანეთს იცნობდნენ", - კიდევ ერთხელ იმეორებს 11-პირიან პროცესზე ნათქვამს მთავარი გამომძიებელი, არსენ ხუნაშვილი.

15:01 4.8.2025

კითხვაზე, რომელიმე დაზარალებულმა პოლიციელმა, თუ თქვა, რომ დაზიანებისას იმ ადგილას იდგა, სადაც ნიკოლოზ ჯავახიშვილი, მთავარი გამომძიებელი პასუხობს „პოლიციელები იდგნენ აქეთ, დაახლოებით მწვანე გალერეასთან, აქციის მონაწილეები მერიოტთან".

გამომძიებელი არ პასუხობს გარკვევით კითხვას, გამოკითხა თუ არა ერთი პოლიციელი მაინც, რომელიც ამბობს, რომ მაგალითად „ესროლეს და აცდათ".

კიდევ ეკითხება გუჯა ავსაჯანიშვილი დაუსახელოს პოლიციელი, რომელიც 28-ში ჰაერში გასროლილმა ფეიერვერკმა დააზიანა. კითხვა აცილებულია არგუმენტით, რომ უკვე გაცემულია პასუხი.

15:03 4.8.2025

ვასილ კაძელაშვილი ეკითხება მასთან ყველაზე ახლოს მჯდომ დამსწრეს, გამოცხადდა თუ არა მზია ამაღლობელის განაჩენი.

უთხრეს, რომ გადაიდო - 6 აგვისტოს. „კარგია“ - ამის ამსახველ ჟესტიკულაციას აჩვენებს საპასუხოდ ბრალდებული კაძელაშვილი ახალი ამბის მაცნეს.

15:52 4.8.2025

გვიანდება სხდომის განახლება. მოსამართლე, პროკურორები და ბრალდებულები დარბაზში არიან და ადვოკატების ნაწილს ელოდებიან.

„აბა, დამსწრეებო, აბრძანდით ფეხზე ადვოკატები მოდიან“, - ამ სიტყვებით შეხვდა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი დაგვიანებულ ადვოკატებს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG