Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
11 დემონსტრანტის სხდომაზე არსენ ხუნაშვილმა თქვა, რომ "ორგანიზატორებსა და ბრალდებულებს შორის პირდაპირი კავშირი დადასტურებული არაა".
11 დემონსტრანტის სხდომაზე არსენ ხუნაშვილმა თქვა, რომ "ორგანიზატორებსა და ბრალდებულებს შორის პირდაპირი კავშირი დადასტურებული არაა".

8 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (04/08/2025)

⭕რას იტყვის საქმის მთავარი გამომძიებელი არსენ ხუნაშვილი ჯგუფური ძალადობის იმ საქმეზე, სადაც 8 აქტივისტია ბრალდებული და მათგან სამს ორგანიზებას ედავებიან? ⭕დღესვე გავიგებთ, დაერთვება თუ არა "ფლეშკით" მოტანილი ხმიანი ვიდეო საქმეს, როგორც მტკიცებულება.

14:40 4.8.2025

ამჯერად გუჯა ავსაჯანიშვილი გამომძიებელს აჩვენებს სავარაუდოდ, ნიკოლოზ ჯავახიშვილის ამსახველ ფოტოს, მას ხელში უჭირავს ფოიერვერკი და ფოტოგრაფს დაჭერილი აქვს გასროლის ეპიზოდი.

- კატეგორიულად შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს გასროლა ჰაერში არ აის?

- წინააღმდეგ შემთხვევაში წინ მდგომს დააზიანებს და ისე ისვრის, რომ დააზიანოს პოლიციელი...

- პოლიციელი ამ სიმაღლეზე იყო? [აჩვენებს ხელი ჰაერს]... თქვენ ამბობთ, რომ ჰაერში გასროლილი ფეიერვერკი რკალს აკეთებს და ვარდება? გაკეთებული გაქვთ ამ ფეიერვერკის ამოღება?

- არა

მეორე ფოტო მერიოტის წინაა გადაღებული. ადვოკატს აინტერესებს ხედავს თუ არა პოლიციელს გამომძიებელი. „როგორ გითხრათ“, - ამბობს არსენ ხუნაშვილი. „როგორ და მარტივად, არა გუჯა ვერ ვხედავ პოლიციელებს", - პასუხობს ავსაჯანიშვილი და ისევ უბრუნდება ფოტოს, სადაც ნიკოლოზ ჯავახიშვილია ასახული.

14:47 4.8.2025

ადვოკატი ერთმანეთის მიყოლებით აჩვენებს ფოტოებს არსენ ხუნაშვილს და ეკითხება, ხომ არ იცის სადაა ეს ფოტოები გადაღებული. თუ ფოტოზე მხოლოდ ქუჩის ნომერი წერია, კითხვა ასეა ფორმულირებული - სადაა ქუჩა.

14:48 4.8.2025

ჯავახიშვილის ადვოკატმა არსენ ხუნაშვილს კომპიუტერში ჩაურთო ნიკოლოზ ჯავახიშვილის წინააღმდეგ ვიდეომტკიცებულება და ეკითხება, პირველი ნასროლი არის თუ არა ჰაერში ნასროლი.

გამომძიებელი იგივეს იმეორებს - აქციის მონაწილეებს რომ არ მოხვდეს. მეორე ცდაზე ჯავახიშვილი აღარ ისვრის.

14:53 4.8.2025

გუჯა ავსაჯანიშვილი აზუსტებს, თუ არსებობს ერთი დაზარალებული მაინც, რომელიც ამბობს, რომ ფეიერვერკი ზემოდან დაეცა. აპროტესტეს პროკურატურა ფეიერვერკს ჰაერში ისვრიანო.

შემდეგი კითხვაა - იტყვის თუ არა კატეგორიულად, რომ ნიკოლოზ ჯავახიშვილის ქმედებამ ვინმე დააზიანა. ისევ აცილება.

გამომძიებელი არსენ ხუნაშვილი ამბობს, რომ არ გაჩენია ეჭვი იყო თუ არა ვიდეო დამონტაჟებული და სწორედ ამიტომ არ დანიშნეს ექსპერტიზა მონტაჟის კვალის პოვნის მიზნით.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG