Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
11 დემონსტრანტის სხდომაზე არსენ ხუნაშვილმა თქვა, რომ "ორგანიზატორებსა და ბრალდებულებს შორის პირდაპირი კავშირი დადასტურებული არაა".
11 დემონსტრანტის სხდომაზე არსენ ხუნაშვილმა თქვა, რომ "ორგანიზატორებსა და ბრალდებულებს შორის პირდაპირი კავშირი დადასტურებული არაა".

8 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (04/08/2025)

⭕რას იტყვის საქმის მთავარი გამომძიებელი არსენ ხუნაშვილი ჯგუფური ძალადობის იმ საქმეზე, სადაც 8 აქტივისტია ბრალდებული და მათგან სამს ორგანიზებას ედავებიან? ⭕დღესვე გავიგებთ, დაერთვება თუ არა "ფლეშკით" მოტანილი ხმიანი ვიდეო საქმეს, როგორც მტკიცებულება.

14:22 4.8.2025

ახლა მთელი დარბაზი უყურებს კადრებს, რომელმაც ყველა შეძრა და დღემდე რთულია თვალი გაუსწორო.

ამ ვიდეოს სამართალდამცველების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი სხვა ვიდეოკადრები მოჰყვება. გამომძიებელი და ადვოკატი ფეხზე დგანან და ერთად უყურებენ მედიის მიერ გადაღებულ კადრებს.

14:28 4.8.2025

ამ ვიდეოს სამართალდამცველების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი სხვა ვიდეოკადრები მოჰყვება. გამომძიებელი და ადვოკატი ფეხზე დგანან და ერთად უყურებენ მედიის მიერ გადაღებულ კადრებს.

14:28 4.8.2025

პროკურორი ვაჟა თოდუა აჩერებს ადვოკატს, მას აინტერესებს როდისაა ეს ვიდეო გადაღებული. ბრალდებულ ზვიად ცეცხლაძის რეპლიკაა - თურმე გცოდნიათ ეს სტანდარტი...

ვაჟა თოდუა პასუხად იშველიებს შსს-ს ოპერატორენის ჩვენებებს, ისინი ასახელებენ, როდის გადაიღებს ვიდეოო.

ვახტანგ ცალუღელაშვილის თქმით, ახლა ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი მისთვის გაურკვეველ საგამოძიებო მოქმედებს ატარებს და რომ მისთვის ცნობილია, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების შესახებ.

პროკურორი მოოითხოვს დაასაბუთოს ადვოკატმა, რა შუაშია ამ ვიდეოჩანაწერებთან მთავარი გამომძიებელი არსენ ხუნაშვილი.

„იგივე წარმატებით ორსაათიანი ფილმი შეუძლია ჩაურთოს", - ამბობს პროკურორი, მოსამართლე მოუწოდებს, შემდეგ შეაფასოს.

14:30 4.8.2025

ეკრანზე გრძელდება ვიდეო, სადაც ასახულია, როგორ ძალადობენ პოლიციელები მოქალაქეებზე. ადვოკატი ეკითხება მთავარ გამომძიებელს შსს-ში 100-საათიანი კადრები რომ ნახეთ იქ არ იყო ასახული მოქალაქეებზე ძალადობაო?

მოწმე ამბობს, რომ არა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG