ერთი პიროვნება მაინც თუ იძახის გამოკითხვის ოქმებში, რომ ამ ლოკაციაზე ვიდექი და საფრთხე შემექმნაო - ასეთია შემხვედრი კითხვა მანამდე დაზუსტებული ინფორმაციის გათვალისწინებით. საუბარია ნიკოლოზ ჯავახიშვილის ეპიზოდზე.
„მოწმეები, ვინაიდან აღნიშნული პოლიციელები საკმად მოშორებით, საიდანაც ხორციელდებოდა სროლა, ვინაიდნა იყო სიბნელე და წარმოუდგენელი იყო დაენახათ ვისი გამოსროლილი პიროტექნიკა მოხვდათ, პირდაპირ ვერ მიუთითებენ", - ამბობს ხუნაშვილი.
ავსაჯანიშვილს აინტერესებს შეამოწმა თუ არა გამომძიებელმა დრო, რომელიც ჩანს ვიდეოში ნიკოლოზ ჯავახიშვილის წინააღმდეგ. გამომძიებელი ადასტურებს, რომ ეს დრო შემოწმებული არაა.
დაცვის მხარის თითქმის იდენტური კითხვა - რა მანძილია ჯავახიშვილსა და. მასთან ყველაზე ახლოს მდგომ პოლიციელს შორის. ხუნაშვილი ამბობს, რომ ამის დადგენა წარმოუდგენელი იყო, რადგან პოლიცია იდგა მარჯვნივაც მარცხნივაც, „არ გაუზომავს".
პროკურორები იცილებენ ადვოკატის კითხვას, დადგინდა თუ არა არსენ ხუნაშვილის გამოძიების ფარგლებში, რომ ნიკოლოზ ჯავახიშვილმა ვინმე დააზიანა.
მოსამართლე კითხვის ფორმულირების შეცვლას ითხოვს.
„თქვენ შეგიძლიათ თქვენი მტკიცებულებებით თქვათ, რომ ნიკოლოზ ჯავახიშვილმა ვინმე დააზიანა?"
გამომძიებლის თქმით, დაზარალებულები ვერ საუბრობენ ვინ დააზიანა და არათუ ნიკოლოზ ჯავახიშვილს სხვებსაც ვერ დაადებენ ხელს, რადგან არის სიბნელე, არის ცუდი განათება.
ახლა ორგანიზატორებთან ბრალდებულ ჯავახიშვილის კავშირზეა კითხვა. გუჯა ავსაჯანიშვილს აინტერესებს, თუ დასტურდება ამ საქმეზე მის მიერ მოძიებული მტკიცებულებებით და საგამოძიებო მოქმედებებით, სავარაუდო ორგანიზატორებთან კავშირი.
„აქციას ჰყავდა ბევრი მონაწილე, ბევრი ორგანიზატორი, ნიკოლოზ ჯავახიშვილი თავისი გამოკითხვის ოქმში პირდაპირ მიუთითებდა, რომ დავალებებს იღებდა...."
მოსამართლე განუმარტავს გამომძიებელს, რომ ბრალდებულს ახლა პოზიცია შეცვლილი აქვს.
ისევ ადვოკატის კითხვაა, გამოძიების ფარგლებში სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს თუ მიაწოდა არსენ ხუნაშვილმა მტკიცებულებები და ინფორმირებულია თუ არა ჩვენების მიცემის იძულებასთან დაკავშირებით. ავსაჯანიშვილის თქმით, ჯავახიშვილი უთითებდა ოთახებს, სადაც მასზე იძალადეს.
ადვოკატი დაინტერესდა, იყო თუ არა ვინმე საგამოძიებო სამსახურიდან ამ ოთახების შესამოწმებლად.
არსენ ხუნაშვილის თქმით, ის ვერ ისაუბრებს იმ საგამოძიებო მოქმედებებზე, რაც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩაატარა.
არსენ ხუნაშვილის თქმით, ის გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ, თუმცა „მისი ბევრი თანამშრომელი დაიკითხა".
„გარდა იმისა, რომ სნიკერსებსა და კოკაკოლებს ასმევდნენ და აჭმევდნენ მეტი არაფერი ყოფილა", - ამბობს არსენ ხუნაშვილი. მისი განცხადებით, არ იცის დაათვალიერეს თუ არა რომელიმე ოთახი საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებმა.
ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი წარუდგენს მოწმეს ვიდეომასალას, სადაც ასახულია რუსთაველის გამზირი და მიმდებარე ტერიტორია, იმ დღეს, როცა მისი დაცვის ქვეშ მყოფ ნიკოლოზ ჯავახიშვილს დანაშაულებრივ ქმედებას ედავებიან.
რთავს გუჯა ავსაჯანიშვილი ვიდეოს, სადაც ასახულია, როგორ უსწორდებიან ფიზიკურად სამართალდამცველები აქციებზე დაზარალებულ, ზვიად მაისაშვილს.
ფორუმი