Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
11 დემონსტრანტის სხდომაზე არსენ ხუნაშვილმა თქვა, რომ "ორგანიზატორებსა და ბრალდებულებს შორის პირდაპირი კავშირი დადასტურებული არაა".
11 დემონსტრანტის სხდომაზე არსენ ხუნაშვილმა თქვა, რომ "ორგანიზატორებსა და ბრალდებულებს შორის პირდაპირი კავშირი დადასტურებული არაა".

8 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (04/08/2025)

⭕რას იტყვის საქმის მთავარი გამომძიებელი არსენ ხუნაშვილი ჯგუფური ძალადობის იმ საქმეზე, სადაც 8 აქტივისტია ბრალდებული და მათგან სამს ორგანიზებას ედავებიან? ⭕დღესვე გავიგებთ, დაერთვება თუ არა "ფლეშკით" მოტანილი ხმიანი ვიდეო საქმეს, როგორც მტკიცებულება.

13:27 4.8.2025

გამომძიებელს კითხვებს უსვამს ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი და მოითხოვს იმ დანართს, რომელიც სასამართლოში შემოიტანა.

გუჯა ავსაჯანიშვილი ეკითხება, ვიდეო, რომელიც დაათვალიერეთ, ხმოვანი იყო თუ არაო.

გამომძიებელი ადასტურებს, რომ როცა დაათვალიერა ზვიად ცეცხლაძის ვიდეოს მას ჰქონდა ხმა და წარმოუდგენელია, რა შეიძლება მომხდარიყო. [გულისხმობს დედან ვიდეოს, რომელიც უხმოა და სასამართლოშია დაცული].

გუჯა ავსაჯანიშვილი ახლა სხდომაზე, ვიდეოს მიხედვით, გამომძიებლის მოყოლილსა და დათვალიერების ოქმში დაწერილს აფასებს[ეს დათვალიერების ოქმი იგივე ვიდეოზე დაყრდნობით შედგა] და ასკვნის, რომ დღეს სხდომაზე გაჟღერებული მომენტებიდან მინიმუმ ორი ნაწილი ასახული არ აქვს. გამომძიებლის პოზიციაა, რომ შინაარსი ასახა. რაღაც დეტალები არ ახსოვს, მაგალითად ასახა თუ არა ვიდეოს ხანგრძლივობა.

13:29 4.8.2025

ახლა გუჯა ავსაჯანიშვილი მთავარ გამომძიებელს წარუდგენს დისკს, რომელიც დღეს მოიტანა სასამართლოში და კანცელარიაში ჩააბარა. მასაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი აძლევს უფლებას ნებისმიერი ინფორმაციის შემცველი რამ წარუდგინოს მოწმეს. არ ვიცით, რა არის მეხსიერების ბარათზე ჩაწერილი. სხდომის მდივანი ამზადებს კომპიუტერს მის ჩასართავად

13:36 4.8.2025

პროექტორზე ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ ვიდეოდან კადრი გამოჩნდა. რთავს ადვოკატი და ეკითხება გამომძიებელს - აქვს თუ არა ხმა. ამასთან აჩვენებს პარკს, რომელსაც დასალუქად იყენებენ, ამ პარკზე გამომძიებლის ხელმოწერაა.

არსენ ხუნაშვილი ადასტურებს, რომ მის მიერ დალუქულ ვიდეომასალას ხმა არ აქვს. ამასთან ხუნაშვილი ამტკიცებს, რომ ვიდეოს, რომელიც დალუქა, ხმა ჰქონდა. გამომძიებლის თქმით, შეიძლება დისკზე წაიშალა ხმა. „ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო", - ამბობს არსენ ხუნაშვილი.

გუჯა ავსაჯანიშვილი კითხულობს, დგას თუ არა ამ ვიდეოს ავთენტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან თუნდაც დღევანდელ სხდომაზე ამ ვიდეოს ორი ვერსია მოისმინა გამომძიებელმა. ერთი უხმო, მეორე ხმიანი.

გამომძიებელი მოითხოვს, კიდევ ერთხელ აჩვენონ პაკეტი, საიდანაც ამოიღეს დისკი და სადაც მისი ხელმოწერაა. კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი ხელმოწერაა.

გამომძიებელი არსენ ხუნაშვილი სახესა და ტუჩებს თითებით ისრებს. მას არ აქვს ახსნა, სად შეიძლება გამქრალიყო ვიდეოს ხმა.

13:41 4.8.2025

გამომძიებელს ნანახი აქვს ნიკოლოზ ჯავახიშვილის წინააღმდეგ ვიდეოები, მათ შორის შსს-ს ოპერატორების გადაღებული. ის ამბობს, რომ „არ იცის“ ჩანს თუ არ ჩანს ამ ვიდეოებში მოქალაქეებზე ძალადობა.

პროკურორი განრიდებას ითხოვს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG