Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
11 დემონსტრანტის სხდომაზე არსენ ხუნაშვილმა თქვა, რომ "ორგანიზატორებსა და ბრალდებულებს შორის პირდაპირი კავშირი დადასტურებული არაა".
11 დემონსტრანტის სხდომაზე არსენ ხუნაშვილმა თქვა, რომ "ორგანიზატორებსა და ბრალდებულებს შორის პირდაპირი კავშირი დადასტურებული არაა".

8 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (04/08/2025)

⭕რას იტყვის საქმის მთავარი გამომძიებელი არსენ ხუნაშვილი ჯგუფური ძალადობის იმ საქმეზე, სადაც 8 აქტივისტია ბრალდებული და მათგან სამს ორგანიზებას ედავებიან? ⭕დღესვე გავიგებთ, დაერთვება თუ არა "ფლეშკით" მოტანილი ხმიანი ვიდეო საქმეს, როგორც მტკიცებულება.

12:38 4.8.2025

არსენ ხუნაშვილმა ერთ ყურზე გაიკეთა შავი, დიდი ყურსასმენის ერთი ბოლო, მეორე ბოლო თავზე აქვს გაჩერებული, მარცხენა ყური - თავისუფალია, სავარაუდოდ იმისთვის, რომ დარბაზში მიმდინარე პროცესებსაც ადევნოს თვალი და არაფერი გამორჩეს. ადვოკატები მიდიან გამომძიებელთან და უყურებენ, რას ხნის ის კომპიუტერში. გამომძიებელს ლენოვოს ფირმის კომპიუტერი სახეზე ეფარება.

12:44 4.8.2025

დაკითხვის დაწყებამდე ისევ ზვიად ცეცხლაძის ადვოკატი, დავით ჭიკაიძე აკეთებს განცხადებას. მისი თქმით, ამ ვიდეოჩანაწერის ჩართვის მიზანია, პროკურორებმა შემდეგ მისი მტკიცებულებად საქმეზე დართვა მოითხოვონ. ადვოკატს, სურს, რომ მისი ეს პოზიცია საოქმოდ დაფიქსირდეს.

12:46 4.8.2025

არსენ ხუნაშვილს ყურსასმენი უკეთია და მოსამართლის ხმა არ ესმის. მეორე ცდაზე თამარ მჭედლიშვილი ხმას უწევს: „არ გესმით ჩემი?". არსენ ხუნაშვილი მოსამართლისკენ იხედება.

თამარ მჭედლიშვილის კითხვაზე, მოწმე პასუხობს, რომ კითხვაზე პასუხის გასაცემად, კიდევ ოთხი წუთი სჭირდება. ის ვიდეოს უსმენს. მოსამართლემ რეპლიკა მოაყოლა, რომ ეგონა ჩანაწერს გამომძიებელი ოთხი დღის განმავლობაში მოუსმენდა და არა ახლა, აქ სხდომაზე.

12:47 4.8.2025

მოსამართლე, მხარეები დამსწრეები ელოდებიან, როდის დაასრულებს ვიდეოს ყურებას, რომელიც 15-წუთიანი არსენ ხუნაშვილი და გასცემს პროკურორის კითხვას პასუხს: რას საუბრობს დაფიონის გვერდზე გამოქვეყნებულ პირდაპირ ეთერში ზვიად ცეცხლაძე. ვიდეო 29 ნოემბრით თარიღდება

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG