აგრძელებენ კითხვების დასმას ადვოკატები. „თქვენი ხმა აღარ იყოს, ექვსს რომ გადასცილდება და მუშაობას გავაგრძელებთო", - ამბობს მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილი.
„ჯერ ექვსი არ არის“, - ამბობს დავით ჭიკაიძე და ტელეფონის ეკრანს ატრიალებს მოსამართლისკენ.
დამატებითი კითხვები აქვს ზვიად ცეცხლაძის ადვოკატს, დავით ჭიკაიძეს. მიდასტურებთ, თუ არა, რომ ჩემთვის აბსტრაქტული ვიდეო 30 ნოემბერსაა დადებული?
გამომძიებელი ამბობს, რომ „კი“. მაშინ, როგორ ორგანიზდებოდა აქცია, 28-ში და 29-შიო, - ეკითხება ჭიკაიძე.
„ბევრი ორგანიზატორი ჰყავდა აქციას...ეს შეიძლება ყოფილიყო 100 კაცი,,, კონკრეტული ვინაობა, რომ დადგენილიყო მივცემდით მსვლელობას, ვინც დადგინდა ამ ეტაპზე, დანარჩენზე გამოძიება მიდის", - ამბობს არსენ ხუნაშვილი.
რევაზ აჭარაძეს აინტერესებს, სხვა რომელიმე ბრალდებულთან ჩანს თუ არა ვასილ კაძელაშვილის კავშირი.
პროკურატურა აპროტესტებს, შეფასებებს ეკითხებითო.
- ასე დავსვამ კითხვამ- საქმის მასალებში რომელ გვერდზე ვიპოვი მტკიცებულებას, რომ სხვა რომელიმე ბრალდებულთან ჩანს თუ არა ვასილ კაძელაშვილის კავშირი.
- მათი კავშირის ძალიან მაღალი ალბათობა გამომდინარეობს იქიდან, რომ დროში, ადგილში, შეთანხმებულად...ამ ეტაპზე ვერ გიპასუხებთ.
ადვოკატს კითხვა აქვს, იცის თუ არა, რომ „გადაწყვეტილი იყო 200 კაცის შეკრება და წასვლა?"
გამომძიებლის თქმით, ძალიან ბევრი ხალხი ადგილზე ახორციელებდა ძალადობას მანდ რუსთაველზე.
ამის შემდეგ რევაზ აჭარაძე კითხულობს, ამ ვიდეოში კაძელაშვილი-კასრაძე ახსენებენ თუ არა პარლამენტთან ძალადობას?
- ახსენებენ, რომ უნდა შეისწავლონ.
- პარლამენტთან ძალადობრივი ქმედების დაგეგმა ისმის თუ არა ამ ჩანაწერში?
- უნდა შევისწავლოთ მათი გადაადგილებაო და შესაბამისად, პარლამენტის წევრები იყვნენ პარლამენტთან და აქედან გამომდინარე პირდაპირ შეიძლება იყოს პარლამენტთან ტერიტორია.
ფორუმი