„მამა დავითთან, რომ შენობა დაწვეს იცით ეგ ინფორმაცია? წყნეთში რომ მშენებლობა დაწვეს იცით ეს ინფორმაცია?", - კითხულობს რევაზ აჭარაძე.
გამომძიებელი ამბობს, რომ არ იცის.
- კალაძის მეუღლის მაღაზია დაიწვა თუ არა იცით?
- არ მაქვს ინფორმაცია.
რევაზ აჭარაძეს აინტერესებს შეუძლია თუ არა გამოარჩიოს ვიდეო როდისაა ჩაწერილი, სანამ აქცია „ძალადობრივი გახდებოდა“, როგორც თავად ამბობენ, თუ მას შემდეგ, რაც „ძალადობრივი გახდა“.
არსენ ხუნაშვილი პასუხობს, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან უკვე ძალადობრივი იყო.
უჭირს კითხვაზე პასუხის გაცემა გამომძიებელს. მანამდე ნათქვამი აქვს, რომ ეს ვიდეო 2024 წლის 28 ნოემბრიდან სამი დეკემბრის ჩათვლით, რომელიმე დღესაა გადაღებული.
არსენ ხუნაშვილის თქმით, მას აღარ მიუმართავს ტელეკომპანია იმედისთვის დამატებით ვიდეოს მოსაპოვებლად. [სწორედ მათ სოციალურ ქსელში აიტვირთა საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერი. საჯარო წყაროდან ჩამოვტვირთეო, ამბობს მოწმე.
კითხვაზე რამდენმა ადამიანმა მოისმინა ვასილისა და ვეფხიას მოწოდება, გამომძიებელი ამბობს, რომ კადრში ჩანს რამდენიმე პირი.
ამასთან „არ ჩანს ვიდეოს გადაღების უკან რამდენი ადამიანია და არ შეუძლია თქვას, რამდენი ადამიანი იგებს ამას".
ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ბრალის დადგენილებაში სიტყვა „მოწოდებაა“ გამოყენებული. თუ არ იცით, რამდენმა მოისმინა, როგორ დაადგინეთ, რომ მოუწოდებდაო. ამას გარდა, იკითხა, მოიძია თუ არა ის პირები, რომლებსაც „მოუწოდებდნენ".
გამომძიებლის თქმით, დაიწყო ამაზე მოკვლევა, მაგრამ ვერაფერი იპოვეს.
„მე ვერ გეუბნებით ამ პირების გარდა კიდევ იქ ვინმე იყო თუ არა, კადრში არ ჩანს", - ამბობს ხუნაშვილი.
ამის შემდეგ რევაზ აჭარაძეს მაგალითი მოჰყავს ვიდეოდან წუთსა და 38 წამდე. ამ დროს კადრში ჩანს უცნობი პირი. გამომძიებელი ამბობს, რომ მისი ვინაობა ვერ დაადგინა.
კითხვაზე, ჩანს თუ არა საქმის მასალებიდან და მტკიცებულებებიდან მცდელობა, რომ ისინი ცდილობდნენ გაერკვიათ, ვინ იყო უცნობი პირი. გამომძიებელი ამბობს, რომ ასეთი პატაკები არ დგება.
„პატაკი და ოქმი უნდა დგებოდეს, რომ ვიყავი პირად კონტაქტთან და მან ინფორმაცია არ მომცა? მსგავსი პატაკები საქმეში არ იდება", - ამბობს არსებ ხუნაშვილი.
ფორუმი