კითხვებს სვამს ინსაფ ალიევის ადვოკატი, აიჰან ჰასანლი.
ადვოკატი, ნინო ლომინაძე: როგორც გამომძიებელს საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე გაქვთ თუ არა ვალდებულება ემსახუროთ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას?
გამომძიებელი, არსენ ხუნაშვილი: ცალსახად
ადვოკატი: ცალსახად მპასუხობთ, მაგრამ თქვენთვის პრიორიტეტული იყო ამ ადამიანების მხოლოდ ვინაობების დადგენა.
იქამდე გამომძიებელმა თქვა, რომ საჭიროდ არ ჩათვალა გაერკვია ვიდეოებს ჰქონდა თუ არა მონტაჟის ჯვალი და არ დანიშნა ხმის ექსპერტიზები, იგივე არგუმენტით.
ნინო ლომინაძე გარკვეულ გარემოებებს ადასტურებინებს გამომძიებელს, რომ მან დაავალა თანამშრომლებს სოციალურ ქსელები დაეთვალიერებინათ და დაენიშნათ ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზები. ამის შემდეგ ვიდეოები შსს-დანაც გამოითხოვა, თუმცა ამ შემთხვევაში მოსამართლის განჩინება მოითხოვა.
გამომძიებლის თქმით, სოციალურ ქსელში ვიდეოების ამტვირთავებთან კონტაქტის დამყარებას ცდილობდნენ, თუმცა ვერ მოახერხეს.
ადვოკატი ნინო ლომინაძე ამბობს, რომ სოციალური ქსელში ატვირთული ვიდეოები ზუსტად ის ვიდეოებია, რომელიც გამომძიებელმა მოგვიანებით შსს-დან გამოითხოვეს. ერთი განსხვავებით - ფეისბუქზე ატვირთული უფრო მოკლე ვერსიაა.
„თქვენ როცა გაეცანით ამ ვიდეომასალებს მიმართეთ, თუ არა შესაბამის სტრუქტურას, რომ დაეწყოთ გამოძიება ამ საკითხზე, თუ როგორ გავრცელდა შსს-ს გადაღებული კადრები?", - კითხულობს ადვოკატი.
გამომძიებლის თქმით, არ იცის მიემართა თუ არა წერილით ამ საკითხზე შესაბამის სტრუქტურას. ადვოკატს აინტერესებს, თავად თუ მიმართა რაიმე ზომას. „გამოძიება მიდის ყველა მიმართულებით“, - ეს არის გამომძიებლის პასუხი.
კითხვებს სვამს ირაკლი მიმინოშვილის, გიორგი გორგაძისა და თორნიკე გოშაძის ადვოკატი, ნინო ლომინაძე.
ფორუმი