არჩილ ჭავჭანიძე ეკითხება მოწმეს, შეუძლია თუ არა დაასახელოს დაზარალებული, რომელიც ვეფხია კასრაძისა და ვასილ კაძელაშვილის მიერ დაორგანიზებული ქმედებების შედეგად დაზიანდნენ.
გამომძიებელი იგივეს იმეორებს, რო ვერ დაინახეს ვისგან მოხვდათ ნივთი, რომელმაც დააზიანა, რადგან იყო სიბნელე, შორი მანძილი.
ადვოკატმა შეუსწორა, რომ ვეფხია კასრაძეს პიროტექნიკის სროლას არ ედავებიან. მისი შეფასებით, გამომძიებლისგან მიიღო პასუხი კითხვაზე, რომ „არ არსებობს ასეთი დაზარალებული".
ადვოკატს აინტერესებს ეს ვიდეო ფარული ჩანაწერია თუ არა. „ამ მიმართულებით მიდიოდა გამოძიება, რომ დადგენილიყო, ვინ გადაიღო, თუმცა ვერ დადგინდა გადამღების ვინაობა და ამტვირთველის".
ადვოკატს აინტერესებს, ამ ვიდეოს გარდა გამომძიებელმა მოიპოვა თუ არა რაიმე სხვა მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ორგანიზებაში ბრალდებულების კავშირი.
გამომძიებელი ამბობს, რომ სხვა ვიდეოეებიცაა გამოთხოვილი, მაგრამ ამ საქმეზე ვეფხია კასრაძი ამსახველი არც ერთი არაა დამაგრებული.
გამომძიებელი ამბობს, რომ სატელეფონო ანძების ჩანაწერების გამოთხოვამ აჩვენა, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან სამი დეკემბრის ჩათვლით ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი აქციაზე იმყოფებოდნენ.
ახლა ადვოკატი არკვევს, დანიშნა თუ არა გამომძიებელმა ვიდეოზე ფონოსკოპიური[ხმის] ექსპერტიზა, რომ დადგენილიყო ვიდეოში ნამდვილად ვეფხია კასრაძის ხმა არის თუ არა.
„ამ ლოგიკას რომ გავყვეთ, ძალიან ბევრი ექსპერტიზა არ მაქვს ჩატარებული, რაც შეეხება....
ჩერდება მოწმე, ამოიოხრებს და ამბობს: დავიღალეე...
დარბაზში ხმაურია. „ესენიც დაიღალნენ 7 თვეა, რომ ციხეში არიან", - ამბობს ადვოკატი ჭავჭანიძე.
გამომძიებელი აგრძელებს: ხმაზე ექსპერტიზა ინიშნება მაშინ, როცა მოსაუბრის ხმა არ ისმის, როცა სახე კარგად ჩანდა, ამ დროს ფონოსკოპია არ ინიშნება, ინიშნება ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, იგივე შეგიძლიათ მტკითხოთ 60-მდე ექსპერტიზის სახეობაზე", - განაცხადა არსენ ხუნაშვილმა.
ფორუმი