Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
11 დემონსტრანტის სხდომაზე არსენ ხუნაშვილმა თქვა, რომ "ორგანიზატორებსა და ბრალდებულებს შორის პირდაპირი კავშირი დადასტურებული არაა".
11 დემონსტრანტის სხდომაზე არსენ ხუნაშვილმა თქვა, რომ "ორგანიზატორებსა და ბრალდებულებს შორის პირდაპირი კავშირი დადასტურებული არაა".

8 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (04/08/2025)

⭕რას იტყვის საქმის მთავარი გამომძიებელი არსენ ხუნაშვილი ჯგუფური ძალადობის იმ საქმეზე, სადაც 8 აქტივისტია ბრალდებული და მათგან სამს ორგანიზებას ედავებიან? ⭕დღესვე გავიგებთ, დაერთვება თუ არა "ფლეშკით" მოტანილი ხმიანი ვიდეო საქმეს, როგორც მტკიცებულება.

14:28 4.8.2025

ამ ვიდეოს სამართალდამცველების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი სხვა ვიდეოკადრები მოჰყვება. გამომძიებელი და ადვოკატი ფეხზე დგანან და ერთად უყურებენ მედიის მიერ გადაღებულ კადრებს.

14:22 4.8.2025

ახლა მთელი დარბაზი უყურებს კადრებს, რომელმაც ყველა შეძრა და დღემდე რთულია თვალი გაუსწორო.

ამ ვიდეოს სამართალდამცველების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი სხვა ვიდეოკადრები მოჰყვება. გამომძიებელი და ადვოკატი ფეხზე დგანან და ერთად უყურებენ მედიის მიერ გადაღებულ კადრებს.

14:20 4.8.2025

ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი წარუდგენს მოწმეს ვიდეომასალას, სადაც ასახულია რუსთაველის გამზირი და მიმდებარე ტერიტორია, იმ დღეს, როცა მისი დაცვის ქვეშ მყოფ ნიკოლოზ ჯავახიშვილს დანაშაულებრივ ქმედებას ედავებიან.

რთავს გუჯა ავსაჯანიშვილი ვიდეოს, სადაც ასახულია, როგორ უსწორდებიან ფიზიკურად სამართალდამცველები აქციებზე დაზარალებულ, ზვიად მაისაშვილს.

14:15 4.8.2025

ახლა ორგანიზატორებთან ბრალდებულ ჯავახიშვილის კავშირზეა კითხვა. გუჯა ავსაჯანიშვილს აინტერესებს, თუ დასტურდება ამ საქმეზე მის მიერ მოძიებული მტკიცებულებებით და საგამოძიებო მოქმედებებით, სავარაუდო ორგანიზატორებთან კავშირი.

„აქციას ჰყავდა ბევრი მონაწილე, ბევრი ორგანიზატორი, ნიკოლოზ ჯავახიშვილი თავისი გამოკითხვის ოქმში პირდაპირ მიუთითებდა, რომ დავალებებს იღებდა...."

მოსამართლე განუმარტავს გამომძიებელს, რომ ბრალდებულს ახლა პოზიცია შეცვლილი აქვს.

ისევ ადვოკატის კითხვაა, გამოძიების ფარგლებში სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს თუ მიაწოდა არსენ ხუნაშვილმა მტკიცებულებები და ინფორმირებულია თუ არა ჩვენების მიცემის იძულებასთან დაკავშირებით. ავსაჯანიშვილის თქმით, ჯავახიშვილი უთითებდა ოთახებს, სადაც მასზე იძალადეს.

ადვოკატი დაინტერესდა, იყო თუ არა ვინმე საგამოძიებო სამსახურიდან ამ ოთახების შესამოწმებლად.

არსენ ხუნაშვილის თქმით, ის ვერ ისაუბრებს იმ საგამოძიებო მოქმედებებზე, რაც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩაატარა.

არსენ ხუნაშვილის თქმით, ის გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ, თუმცა „მისი ბევრი თანამშრომელი დაიკითხა".

„გარდა იმისა, რომ სნიკერსებსა და კოკაკოლებს ასმევდნენ და აჭმევდნენ მეტი არაფერი ყოფილა", - ამბობს არსენ ხუნაშვილი. მისი განცხადებით, არ იცის დაათვალიერეს თუ არა რომელიმე ოთახი საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებმა.



ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG