Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
11 დემონსტრანტის სხდომაზე არსენ ხუნაშვილმა თქვა, რომ "ორგანიზატორებსა და ბრალდებულებს შორის პირდაპირი კავშირი დადასტურებული არაა".
11 დემონსტრანტის სხდომაზე არსენ ხუნაშვილმა თქვა, რომ "ორგანიზატორებსა და ბრალდებულებს შორის პირდაპირი კავშირი დადასტურებული არაა".

8 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (04/08/2025)

⭕რას იტყვის საქმის მთავარი გამომძიებელი არსენ ხუნაშვილი ჯგუფური ძალადობის იმ საქმეზე, სადაც 8 აქტივისტია ბრალდებული და მათგან სამს ორგანიზებას ედავებიან? ⭕დღესვე გავიგებთ, დაერთვება თუ არა "ფლეშკით" მოტანილი ხმიანი ვიდეო საქმეს, როგორც მტკიცებულება.

14:09 4.8.2025

პროკურორები იცილებენ ადვოკატის კითხვას, დადგინდა თუ არა არსენ ხუნაშვილის გამოძიების ფარგლებში, რომ ნიკოლოზ ჯავახიშვილმა ვინმე დააზიანა.

მოსამართლე კითხვის ფორმულირების შეცვლას ითხოვს.

„თქვენ შეგიძლიათ თქვენი მტკიცებულებებით თქვათ, რომ ნიკოლოზ ჯავახიშვილმა ვინმე დააზიანა?"

გამომძიებლის თქმით, დაზარალებულები ვერ საუბრობენ ვინ დააზიანა და არათუ ნიკოლოზ ჯავახიშვილს სხვებსაც ვერ დაადებენ ხელს, რადგან არის სიბნელე, არის ცუდი განათება.

14:07 4.8.2025

ერთი პიროვნება მაინც თუ იძახის გამოკითხვის ოქმებში, რომ ამ ლოკაციაზე ვიდექი და საფრთხე შემექმნაო - ასეთია შემხვედრი კითხვა მანამდე დაზუსტებული ინფორმაციის გათვალისწინებით. საუბარია ნიკოლოზ ჯავახიშვილის ეპიზოდზე.

„მოწმეები, ვინაიდან აღნიშნული პოლიციელები საკმად მოშორებით, საიდანაც ხორციელდებოდა სროლა, ვინაიდნა იყო სიბნელე და წარმოუდგენელი იყო დაენახათ ვისი გამოსროლილი პიროტექნიკა მოხვდათ, პირდაპირ ვერ მიუთითებენ", - ამბობს ხუნაშვილი.

ავსაჯანიშვილს აინტერესებს შეამოწმა თუ არა გამომძიებელმა დრო, რომელიც ჩანს ვიდეოში ნიკოლოზ ჯავახიშვილის წინააღმდეგ. გამომძიებელი ადასტურებს, რომ ეს დრო შემოწმებული არაა.

დაცვის მხარის თითქმის იდენტური კითხვა - რა მანძილია ჯავახიშვილსა და. მასთან ყველაზე ახლოს მდგომ პოლიციელს შორის. ხუნაშვილი ამბობს, რომ ამის დადგენა წარმოუდგენელი იყო, რადგან პოლიცია იდგა მარჯვნივაც მარცხნივაც, „არ გაუზომავს".

14:00 4.8.2025

გამომძიებელი უდასტურებს ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატს, გუჯა ავსაჯანიშვილს, რომ ამ საქმეში ფეიერვერკი არ არის ამოღებული. მისივე თქმით, წარმოუდგენელი იყო შემთხვევის ადგილის დათვალიერება და მტკიცებულებების ამოღება[დაზიანებული ურნა, სკამები და ა.შ.].

„პოლიცია და სპეციალური დანაყოფები ვერ მიდიოდნენ, მე როგორ უნდა დამეთვალიერებინა"?

ის ადასტურებს, რომ შსს-ს ოპერატორები არ გამოუკითხავს და მათგან მხოლოდ ინფორმაცია გამოითხოვა.

ამის შემდეგ, გუჯა ავსაჯანიშვილი დაინტერესდა, რა არის უახლოესი მანძილი პოლიციასა და იმ ადგილს შორის, სადაც ნიკოლოზ ჯავახიშვილი დგას.

„გამოძიებით არის დადგენილი, რომ ქაშვეთთან დგას პოლიცია, ძალიან ბევრი ვიდეოა გამოთხოვილი, ძალიან ბევრი მოწმეა დაკითხული", - ამბობს გამომძიებელი.

13:56 4.8.2025

ავსაჯანიშვილი დაინტერესდა, გამოთხოვილია თუ არა ჯგუფური ძალადობის საქმეში ნიკოლოზ ჯავახიშვილის საბანკო ანგარიშები.

„გამოძიება მუშაობს, გამოთხოვილია სხვადასხვა პირების ანგარიშები..", - ამბობს გამომძიებელი. გუჯა ავსაჯანიშვილი შეახსენებთ, რომ გამოძიება ამ საქმეზე დასრულებულია.

საბოლოოდ გამომძიებელმა თქვა, რომ „ამ საქმეში - არა". ამასთან ამბობს, რომ ორგანიზატორების საბანკო ანგარიშები გამოთხოვილია და თუ დადგინდება კავშირი ცნობილი გახდება".

პროკურორებმა რამდენჯერმე მოითხოვეს კითხვების აცილება არგუმენტით, რომ მოწმე მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე იკითხება. მოსამართლე რიტორიკულად კითხულობს, ანუ მთავარი გამომძიებელი არ დავკითხოთ იმ საგამოძიებო მოქმედებაზე, რომელიც უშუალოდ მთავარ გამომძიებელს არ ჩაუტარებიაო?.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG