ადვოკატს აინტერესებს, ნიკოლოზ ჯავახიშვილთან დაკავშირებით ერთი მოწმე მაინც თუ გამოკითხა, მაგალითად ვიდეოდან, სადაც ჯავახიშვილია ასახული.
ამბობს გამომძიებელი რომ - არა. ამის პასუხად გუჯა ავსაჯანიშვილი ეუბნება, რომ თავად გაუცვალა დაცვის მხარის მოწმეების სია ამ ვიდეოდან.
„მითუმეტეს თქვენ შეგიძლიათ გამოკითხოთ“, - ამბობს გამომძიებელი. გუჯა ავსაჯანიშვილი აწყვეტინებს და შეახსენებს მის კანონით განსაზღვრულ მოვალეობას, ჩაატაროს ყოველმხრივი გამოძიება.
მოსამართლემ დაუზუსტა მკაცრი ტონიღ - თქვენ გეკითხებით გამოკითხეთ თუ არა და უპასუხეთ.
- „ამ საქმეში არა, ქალბატონო მოსამართლე".
ბატონო მოსამართლე - შეუსწორა მოსამართლემ.
ადვოკატის მორიგი კითხვაა. არსენ ხუნაშვილს გაეცინა, როგორც ჩანს, რადგან მოსამართლე ბრაზობს - თუ გეცინებათ სამსახურში მიბრძანდით და იქ იცინეთ, მე აქ არ მეცინება, გისმენთ ამდენი ხანიაო. გამომძიებელიც ამბობს, რომ არ ეცინება. მოსამართლის თქმით, სხვა გამომეტყველება დასთამაშებდა სახეზე.
გუჯა ავსაჯანიშვილი დაინტერესდა, რატომ არ ჩაატარა რაიმე საგამოძიებო მოქმედება სავარაუდო დანაშაულის ადგილზე, მაგალითად, დაზარალებულების მონაყოლის აღსადგენად.
მოწმე ამბობს, რომ აღნიშნულ პერიოდში მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები იგივე ადგილზე, პოლიციის მობილიზება იყო საჭირო....
ადვოკატი არ ასრულებინებს. მას ჩაკითხვა აქვს - პირველ იანვარს რომ გაგეკეთებინათ საგამოძიებო მოქმედება?
„მოწმეები პირდაპირ მიუთითებდნენ, აკონკრეტებდნენ, სად მიიღეს დაზიანეები, შესაბამისად საჭირო აღარ იყო", - ამბობს ის და უდასტურებს ადვოკატს, რომ ერთი საგამოძიებო ექსპერტიმენტიც არ ჩაუტარებია.
გამომძიებელს ნანახი აქვს ნიკოლოზ ჯავახიშვილის წინააღმდეგ ვიდეოები, მათ შორის შსს-ს ოპერატორების გადაღებული. ის ამბობს, რომ „არ იცის“ ჩანს თუ არ ჩანს ამ ვიდეოებში მოქალაქეებზე ძალადობა.
პროკურორი განრიდებას ითხოვს.
პროექტორზე ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ ვიდეოდან კადრი გამოჩნდა. რთავს ადვოკატი და ეკითხება გამომძიებელს - აქვს თუ არა ხმა. ამასთან აჩვენებს პარკს, რომელსაც დასალუქად იყენებენ, ამ პარკზე გამომძიებლის ხელმოწერაა.
არსენ ხუნაშვილი ადასტურებს, რომ მის მიერ დალუქულ ვიდეომასალას ხმა არ აქვს. ამასთან ხუნაშვილი ამტკიცებს, რომ ვიდეოს, რომელიც დალუქა, ხმა ჰქონდა. გამომძიებლის თქმით, შეიძლება დისკზე წაიშალა ხმა. „ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო", - ამბობს არსენ ხუნაშვილი.
გუჯა ავსაჯანიშვილი კითხულობს, დგას თუ არა ამ ვიდეოს ავთენტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან თუნდაც დღევანდელ სხდომაზე ამ ვიდეოს ორი ვერსია მოისმინა გამომძიებელმა. ერთი უხმო, მეორე ხმიანი.
გამომძიებელი მოითხოვს, კიდევ ერთხელ აჩვენონ პაკეტი, საიდანაც ამოიღეს დისკი და სადაც მისი ხელმოწერაა. კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი ხელმოწერაა.
გამომძიებელი არსენ ხუნაშვილი სახესა და ტუჩებს თითებით ისრებს. მას არ აქვს ახსნა, სად შეიძლება გამქრალიყო ვიდეოს ხმა.
ფორუმი