Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
11 დემონსტრანტის სხდომაზე არსენ ხუნაშვილმა თქვა, რომ "ორგანიზატორებსა და ბრალდებულებს შორის პირდაპირი კავშირი დადასტურებული არაა".
11 დემონსტრანტის სხდომაზე არსენ ხუნაშვილმა თქვა, რომ "ორგანიზატორებსა და ბრალდებულებს შორის პირდაპირი კავშირი დადასტურებული არაა".

8 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (04/08/2025)

⭕რას იტყვის საქმის მთავარი გამომძიებელი არსენ ხუნაშვილი ჯგუფური ძალადობის იმ საქმეზე, სადაც 8 აქტივისტია ბრალდებული და მათგან სამს ორგანიზებას ედავებიან? ⭕დღესვე გავიგებთ, დაერთვება თუ არა "ფლეშკით" მოტანილი ხმიანი ვიდეო საქმეს, როგორც მტკიცებულება.

13:29 4.8.2025

ახლა გუჯა ავსაჯანიშვილი მთავარ გამომძიებელს წარუდგენს დისკს, რომელიც დღეს მოიტანა სასამართლოში და კანცელარიაში ჩააბარა. მასაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი აძლევს უფლებას ნებისმიერი ინფორმაციის შემცველი რამ წარუდგინოს მოწმეს. არ ვიცით, რა არის მეხსიერების ბარათზე ჩაწერილი. სხდომის მდივანი ამზადებს კომპიუტერს მის ჩასართავად

13:27 4.8.2025

გამომძიებელს კითხვებს უსვამს ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი და მოითხოვს იმ დანართს, რომელიც სასამართლოში შემოიტანა.

გუჯა ავსაჯანიშვილი ეკითხება, ვიდეო, რომელიც დაათვალიერეთ, ხმოვანი იყო თუ არაო.

გამომძიებელი ადასტურებს, რომ როცა დაათვალიერა ზვიად ცეცხლაძის ვიდეოს მას ჰქონდა ხმა და წარმოუდგენელია, რა შეიძლება მომხდარიყო. [გულისხმობს დედან ვიდეოს, რომელიც უხმოა და სასამართლოშია დაცული].

გუჯა ავსაჯანიშვილი ახლა სხდომაზე, ვიდეოს მიხედვით, გამომძიებლის მოყოლილსა და დათვალიერების ოქმში დაწერილს აფასებს[ეს დათვალიერების ოქმი იგივე ვიდეოზე დაყრდნობით შედგა] და ასკვნის, რომ დღეს სხდომაზე გაჟღერებული მომენტებიდან მინიმუმ ორი ნაწილი ასახული არ აქვს. გამომძიებლის პოზიციაა, რომ შინაარსი ასახა. რაღაც დეტალები არ ახსოვს, მაგალითად ასახა თუ არა ვიდეოს ხანგრძლივობა.

13:20 4.8.2025


დავით ჭიკაიძემ იკითხა, რატომ დასჭირდა ამ ვიდეოს ჩართვა სხდომაზე. გამომძიებელი ამბობს, რომ დიდი ვიდეო იყო და შინაარსის ზედმიწევნით დამახსოვრება - შეუძლებელი.

დავით ჭიკაიძის თქმით, ის, რაც დღეს მოჰყვა ხუნაშვილმა, დათვალიერების ოქმში ასახული არ აქვს. ადვოკატი მიზეზით დაინტერესდა - რატომ?. გამომძიებელი ამბობს, რომ ზუსტი ციტირება არ გაუკეთებია, თუმცა შინაარსი აღწერა.

დავით ჭიკაიძეს აინტერესებს, ზუსტად იცის თუ არა გამომძიებელმა, რომ ჩანაწერი, რომელსაც ჯერ მოუსმინა და შემდეგ სასამართლოზე მოჰყვა, ბრალდებულებიდან, რომელიმემ ნახა თუ არა.

მოსამართლე დამატებით განმარტებას აკეთებს, რომ არსენ ხუნაშვილის ამ კითხვაზე პასუხს, მოსამართლე “შეფასებად არ ჩათვლის“, რადგან ის მთავარი გამომძიებელია.

არსენ ხუნაშვილის თქმით, სრულიად შესაძლებელია ნებისმიერ მათგანს ენახა აღნიშნული ვიდეო...

ადვოკატი მოუწოდებს გამომძიებელს, რომ ვარაუდებით ნუ საუბრობს და ზუსტი პასუხი გასცეს, ანუ იცის თუ არა, რომ ბრალდებულებმა ზვიად ცეცხლაძის ჩანაწერი ნახეს.

გამომძიებლის თქმით, რუსთაველის გამზირზე მოვლენები ვითარდებოდა იმ სურთით, რაზეც ზვიად ცეცხლაძე საუბრობს, შესაბამისად, დიდი ალბათობით, დიდი რა, ასე იყო, მოახდენდა ბევრ მონაწილეზე გავლენას, არ აქვს მნიშვნელობა ნიკოლოზ ჯავახიშვილი იქნებოდა თუ სხვა. „სურათიდან გამომდინარე მოახდინა რათქმა უნდა გავლენა",- ამბობს გამომძიებელი.

ამის შემდეგ ადვოკატი დაინტერესდა, აქვს თუ არა მტკიცებულება იმისა, რომ ბრალდებულებმა უყურეს ამ ვიდეოს, მაგალითად ჰქონდა თუ არა მოწონება გაკეთებული.

გამომძიებლის თქმით, ბრალდებულებს არ ჰქონიათ არანაირი მოწონება.

დავით ჭიკაიძეს აინტერესდა, ხომ არ ჩაუტარებიათ ამ ვიდეოს გავლენაზე კვლევა, მაგალითად, რამდენმა მოიწონა,რამდენმა დაგმო. „ტელევიზორში ვინ უყურა ვერ დავადგენდით", - ამბობს გამომძიებელი. უსწორებს ბრალდებული ცეცხლაძე, არ იყო ეს ვიდეო ტელევიზორშიო, მოსამართე მოუწოდებს მოწმეს, უპასუხოს კითხვას.

გამომძიებლის თქმით, არ უკვლევიათ, ვინ მოიწონა და ვინ დააჰაჰავა.

„რუსთაველზე განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ძალიან ბევრ მონაწილეს ჰქონდა ნანახი, ამას სხვა გარემოება არ აქვს", - ამბობს ადვოკატი.

ამის პასუხად ადვოკატი ამბობს, რომ რუსთაველის გამზირზე ბოლო წლებია ბევრი აქცია გამართულა და ისინი ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს. გამომძიებლის არგუმენტია, რომ აქამდე პიროტექნიკა არასდროს გამოუყენებიათ დემონსტრანტებს.

13:06 4.8.2025

ბრალდების მხარემ კითხვები დაასრულა და ვაჟა თოდუამ თქვა ის, რაც ივარაუდეს ადვოკატებმა ჯერ კიდევ წინა სხდომაზე. პროკურატურამ ზვიად ცეცხლაძის „ხმიანი ვიდეოს“ საქმეზე დართვა მოითხოვა. არადა, ეს ვიდეო უკვე არის საქმეში, თუმცა ერთი დიდი ხარვეზით - აღმოჩნდა, რომ ხმა არ აქვს. საბოლოოდ, პროკურორებმა ადვოკატების თქმით, ხრიკს მიმართეს, ამ გზით, ვიდეოსთან დაკავშირებული „ხარვეზი“ თუ “შეცდომა“ გამოსწორდება. იქამდე სანამ ვიდეო მტკიცებულებაა არაა, მისი თუნდაც ყურსასმენით მოსმენა და სასამართლოზე მისი შინაარსის მოყოლა, მას არ აქცევს ინფორმაციად, რომელიც მოსამართლემ უნდა გაითვალისწინოს.

ამიტომ დასჭირდა პროკურატურას წინასწარ ცნობილი ფინალით გამოსავლის მოძებნა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG