საქმის მთავარმა გამომძიებელმა ბოლომდე უყურა, ყურსასმენებში [დამსწრეებს არ გაუგონიათ და არ დაუნახავთ] ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ ვიდეოს და ახლა მზადაა კითხვებს უპასუხოს.
ის ჯერ ბრალდების მხარის კითხვებს პასუხობს, შემდეგი დაცვაა. პროკურორ ვაჟა თოდუას აინტერესებს, რას საუბრობს ზვიად ცეცხლაძე ვიდეოში.
გამომძიებლის თქმით, ვიდეო 15 წუთი და 20 წამია და აგრძელებს: „საწყის ეტაპზე ვიდეოში საუბრობს ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც საწყის წუთებში ჰყვებიან აქციებზე განვითარებულ მოვლენებს, პლოლიციელებს მოიხსენიებენ გიენებად. მესამე წუთიდან ზვიად ცეცხლაძე ამბობს, რომ რუსთაველი არის მოუხერხებელი, ვინაიდან ვერ უწევენ წინააღდეგობას პოლიციელებს, მიმართავს და ეუბნება ჩამოიტანონ ბარიკადები. მისი თქმით, არ არის აუცილებელი რევოლუცია მოხდეს პარლამენტთან და იხსენებს უკრაინას, რომ მაიდანი იქ თავისუფლების მოედანზე მოხდა"
აჩერებს ადვოკატი დავით ჭიკაიძე. მისი თქმით, ის მართალი იყო, როცა თქვა, რომ ამ ვიდეოს მოსმენის შესაძლებლობა, საბოლოოდ, აღნიშნულ ვიდეოს მტკიცებულებად აქცევს, რადგან მოწმე ჩანაწერის მიხედვით საუბრობს და არა დათვალიერების ოქმის, რომელიც ასევე ამ ჩანაწერს ეყრდნობა.
აგრძელებს გამომძიებელი - „ასევე ამბობს [ზვიადი] საჭიროა ბარიკადების აგება. 5 წუთიდან ამბობს, რომ საჭიროა კოცონი, რადგან აირწინაღის როლს თამაშობს და კარგია გაშრობისთვის და გათბობისთვის. ამბობს, რომ მავთულხლართია საჭირო, რადგან გაუჭირდება პოლიციას გადალახვა. ის ხელახლა აჩვენებს მოსახლეობას, როგორ მზადდება ფარები. შვიდი წუთიდან საუბრობს, რომ ზეთია საჭირო, რადგან თუ დაასხავენ ძირს პოლიციის ეკიპირება არის ადვილად გაცურებადი და პრობლემა შეექმნებათ პოლიციელებს, ეკლიანი მავთულის, ლურსმნების დაყრაზე საუბრობს, ასევე კვერცხებზე საღებავებით, ეს საღებავი და კვერცხი აეზილებათ და გართულდება გადაადგილებაო. ასევე საუბრობს, კამერების განეიტრალებაა საჭიროო, რადგან არ დაფიქსირდნენ ამ კამერაში, შესაძლებელია გამოიყენონ კაფი და საღებავი, კარგია თუ დააბეტონებენ ქვებს, ეს გამოიყენეს ჩინეთში და პოლიციის მანქანებს აღარ ექნებათ შესაძლებლობა, რომ გადაადგილდნენ გზებზე და დიიდ რესურსის დახარჯვა მოუწევთო. ამ ეკლიანი მავთულების გაწყვეტის საშუალებას კი იქ მყოფი ხალხი არ მივცემთო. 9 წუთზე და 30 წამზე საუბრობს, რაა საჭირო პოლიციელზე თავდასხმისთვის. ამბობს, რომ ცალცალკე უნდა შეიძინონ, რადგან ჯგუფურობა არ იყოს და არ დააკავონ. საუბრობს პილპილზე და წიწაკის სპრეის გამოყენებაზე. ამბობს, რომ ყველანაირი ქმედება უნდა იყოს ორგანიზებული, საუბრობს, რომ ეს პროტესტი უნდა მიმდინარეობს ყველა ქალაქში ცალ-ცალკე, რომ ვერ შეძლონ მობილიზება ხალხის. ასევე საუბრობს,რომ დილის და საღამოს სმენები უნდა გადანაწილდეს, რომ ხალხი იყოს დასვენებული".
პროკურორი ეკითხება, საიდან მოიტანა ეს ვიდეო. გამომძიებლის თქმით, ეს ის ვიდეოა, რომელიც გადმოიწერა სოციალურ ქსელიდან, მასზე ჩაატარა ექსპერტიზა და ასევე გადასცა სასამართლოსაც, მტკიცებულების სახით. ვიდეო, რომელსაც ახლა უსმენს გამომძიებელი, მის პირად კომპიუტერშია შენახული.
არსენ ხუნაშვილი ისევ უსმენს ვიდეოს და თან ფურცელზე რაღაცებს ინიშნავს
მოსამართლე, მხარეები დამსწრეები ელოდებიან, როდის დაასრულებს ვიდეოს ყურებას, რომელიც 15-წუთიანი არსენ ხუნაშვილი და გასცემს პროკურორის კითხვას პასუხს: რას საუბრობს დაფიონის გვერდზე გამოქვეყნებულ პირდაპირ ეთერში ზვიად ცეცხლაძე. ვიდეო 29 ნოემბრით თარიღდება
არსენ ხუნაშვილს ყურსასმენი უკეთია და მოსამართლის ხმა არ ესმის. მეორე ცდაზე თამარ მჭედლიშვილი ხმას უწევს: „არ გესმით ჩემი?". არსენ ხუნაშვილი მოსამართლისკენ იხედება.
თამარ მჭედლიშვილის კითხვაზე, მოწმე პასუხობს, რომ კითხვაზე პასუხის გასაცემად, კიდევ ოთხი წუთი სჭირდება. ის ვიდეოს უსმენს. მოსამართლემ რეპლიკა მოაყოლა, რომ ეგონა ჩანაწერს გამომძიებელი ოთხი დღის განმავლობაში მოუსმენდა და არა ახლა, აქ სხდომაზე.
ფორუმი