დაკითხვის დაწყებამდე ისევ ზვიად ცეცხლაძის ადვოკატი, დავით ჭიკაიძე აკეთებს განცხადებას. მისი თქმით, ამ ვიდეოჩანაწერის ჩართვის მიზანია, პროკურორებმა შემდეგ მისი მტკიცებულებად საქმეზე დართვა მოითხოვონ. ადვოკატს, სურს, რომ მისი ეს პოზიცია საოქმოდ დაფიქსირდეს.
არსენ ხუნაშვილმა ერთ ყურზე გაიკეთა შავი, დიდი ყურსასმენის ერთი ბოლო, მეორე ბოლო თავზე აქვს გაჩერებული, მარცხენა ყური - თავისუფალია, სავარაუდოდ იმისთვის, რომ დარბაზში მიმდინარე პროცესებსაც ადევნოს თვალი და არაფერი გამორჩეს. ადვოკატები მიდიან გამომძიებელთან და უყურებენ, რას ხნის ის კომპიუტერში. გამომძიებელს ლენოვოს ფირმის კომპიუტერი სახეზე ეფარება.
პროკურორი ვაჟა თოდუა ეკითხება გამომძიებელს, მოუყვეს სასამართლოს, რას საუბრობს ვიდეოში ზვიად ცეცხლაძე.
პროტესტის ადვოკატების მხრიდად. ზვიად ცეცხლაძის ადვოკატი, დავით ჭიკაიძე მოითხოს, რომ ვიდეოში გადმოცემული ინფორმაცია გამომძიებელმა არ შეაფასოს, რადგან ეს ვიდეო სასამართლოს მტკიცებულებათა სიაში არ აქვს. „მხოლოდ ფაქტები აღწეროს", - ამბობს ადვოკატი.
აზუსტებს კითხვას პროკურორო: აღწერეთ, რას საუბრობს ზვიად ცეცხლაძე ვიდეოში.
მოწმეს აინტერესებს, როგორ მოიქცეს, ჯერ უყუროს და მოინიშნოს, თუ პარალელურად. მოსამართლის პასუხია, რომ არ იცის, თქვენ გსურდათ და თქვენვე განსაზღვრეთო.
გამომძიებელი ხსნის ლეპტოპს, სადაც ვიდეო აქვს ჩაწერილი. ისევ პროკურორის კითხვის ფორმულირებაზეა დავა.
მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულებმა წინა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს და ეს პროტესტი ვიდეოს საკითხს მოჰყვა, ისინი მთავარი გამომძიებლის დაკითხვას ესწრებიან - ფურცლებითა და კალმებით შეიარაღებულები.
ფორუმი