Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
11 დემონსტრანტის სხდომაზე არსენ ხუნაშვილმა თქვა, რომ "ორგანიზატორებსა და ბრალდებულებს შორის პირდაპირი კავშირი დადასტურებული არაა".
11 დემონსტრანტის სხდომაზე არსენ ხუნაშვილმა თქვა, რომ "ორგანიზატორებსა და ბრალდებულებს შორის პირდაპირი კავშირი დადასტურებული არაა".

8 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (04/08/2025)

⭕რას იტყვის საქმის მთავარი გამომძიებელი არსენ ხუნაშვილი ჯგუფური ძალადობის იმ საქმეზე, სადაც 8 აქტივისტია ბრალდებული და მათგან სამს ორგანიზებას ედავებიან? ⭕დღესვე გავიგებთ, დაერთვება თუ არა "ფლეშკით" მოტანილი ხმიანი ვიდეო საქმეს, როგორც მტკიცებულება.

12:30 4.8.2025

ზვიად ცეცხლაძის ადვოკატი, დავით ჭიკაიძე ამბობს, რომ თუ გამომძიებლის მხრიდან ვიდეოჩანაწერის გამოყენება ემსახურება მოვლენების აღდგენას, მას ამ ვიდეოს დათვალიერება აქვს ჩატარებული და შეეძლო დათვალიერების ოქმით ესარგებლა და არა ვიდეოთი.

საბოლოოდ, არაფერი იცვლება. არსენ ხუნაშვილი ვიდეოს ყურსასმენებით მოუსმენს.


12:26 4.8.2025

სხდომათა დარბაზში შემოდის არსენ ხუნაშვილი. ის ჩანაწერს, რომელიც ფლეშკით მოიტანა და რომლის ჩართვის უფლებაც მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიაწოდა, ყურსასმენებით მოუსმენს.

ეს არის ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ ვიდეომტკიცებულება, რომელსაც საქმის დედანში ანუ იმ ვერსიაში, რომელიც სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ხმა არ აქვს, გამომძიებლის მიერ „ფლეშკით“ მოტანილს კი აქვს. ამ გზით, პროკურატურა ცდილობს გამოასწოროს ხარვეზი, რომელიც უხმო მთავარ მტკიცებულებას უკავშირდება.

იქამდე სანამ დაკითხვა დაიწყება, თამარ მჭედლიშვილი აკეთებს განმარტებას, ვინაიდან მის ამ გადაწყვეტილებას მისივე შეფასებით „ხმაური და განხილვა მოჰყვა". ის ამბობს, რომ დამხმარე ინფორმაციის წარდგენა სასამართლოში პრაქტიკაა და არა სიახლე. მისივე თქმით, ეს ვიდეო მტკიცებულება არ არის.

12:23 4.8.2025

გუჯა ავსაჯანიშვილი განცხადების სახით ამბობს, რომ კანცელარიაში მიიტანა „ფლეშკა“ ინფორმაციით, რომელიც დალუქულია ფაილში. ის ამბობს, რომ „ფლეშკაზე“ ჩაწერილი ინფორმაციის წარდგენა სურს.

ისედა ხომ შეგეძლოთ წარგედგინათო - კითხულობს მოსამართლე. ადვოკატი ამბობს, რომ ამ გზით, თავიდან აიცილა ბრალდების ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ „შესაძლოა საქმეს არ ეხებოდა“.

პროკურორები ამბობენ, რომ მათთვის არაა ცნობილი, რა ინფორმაციის წარდგენა სურს მოწმისთვის ადვოკატს. ვაჟა თოდუას თქმით, ადვოკატი ვალდებულია დაასაბუთოს ეხება თუ არა საქმეს, ფლეშკაზე ჩაწერილი ინფორმაცია.

12:22 4.8.2025

სხდომათა დარბაზში შევედით. მოსამართლე და ბრალდებულები უკვე შემოყვანილები დაგვხვდნენ. გრძელდება მთავარი გამომძიებლის - არსენ ხუნაშვილის დაკითხვა. იქამდე განცხადება აქვს ადვოკატ, ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატი, გუჯა ავსაჯანიშვილს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG