Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
11 დემონსტრანტის სხდომაზე არსენ ხუნაშვილმა თქვა, რომ "ორგანიზატორებსა და ბრალდებულებს შორის პირდაპირი კავშირი დადასტურებული არაა".
11 დემონსტრანტის სხდომაზე არსენ ხუნაშვილმა თქვა, რომ "ორგანიზატორებსა და ბრალდებულებს შორის პირდაპირი კავშირი დადასტურებული არაა".

8 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (04/08/2025)

⭕რას იტყვის საქმის მთავარი გამომძიებელი არსენ ხუნაშვილი ჯგუფური ძალადობის იმ საქმეზე, სადაც 8 აქტივისტია ბრალდებული და მათგან სამს ორგანიზებას ედავებიან? ⭕დღესვე გავიგებთ, დაერთვება თუ არა "ფლეშკით" მოტანილი ხმიანი ვიდეო საქმეს, როგორც მტკიცებულება.

12:05 4.8.2025

მთავარ გამომძიებელზე მომზადებული მასალები რადიო თავისუფლებაზე:

12:00 4.8.2025

რას იტყვის საქმის მთავარი გამომძიებელი არსენ ხუნაშვილი ჯგუფური ძალადობის იმ საქმეზე, სადაც 8 აქტივისტია ბრალდებული და მათგან სამს ორგანიზებას ედავებიან?

11 დემონსტრანტის სხდომაზე არსენ ხუნაშვილმა თქვა, რომ "ორგანიზატორებსა და ბრალდებულებს შორის პირდაპირი კავშირი დადასტურებული არაა".

დღეს ჩართავენ ზვიად ცეცხლაძის "ხმიან ვიდეოსაც", რომელიც გამომძიებელმა "ფლეშკით" მოიტანა, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა კი ჩართვის ნებართვა მისცა. საქმეში ამ ვიდეოს დედანს ხმა არ აქვს.

დღესვე გავიგებთ, გამართლდება თუ არა ადვოკატების პროგნოზი და დაერთვება თუ არა ხმიანი ვიდეო საქმეს, როგორც მტკიცებულება და მისცემს თუ არა სასამართლო პროკურატურას შესაძლებლობას ხარვეზი გამოასწოროს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG