მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დიდ, 50-კაციან დარბაზში გრძელდება. სხდომათა დარბაზი სავსეა, სხდომაზე დასწრების მსურველები დედაქალაქიდანაც არიან ჩასულები.
საქმეს განიხილავს მოსამართლე ნინო სახელაშვილი;
მზია ამაღლობელის ადვოკატები: მაია მწარიაშვილი, ჯუმბერ ქათამაძე, გიორგი ხიმშიაშვილი და კახა წერეთელი
პროკურორები: თორნიკე გოგეშვილი და შოთა ჩხაიძე
13:24 - სხდომათა დარბაზში შემოიყვანეს მზია ამაღლობელი. ამ დროს გაისმა შეძახილები: „თავისუფლება მზიას!“
13:25 - მზია ამაღლობელის შემოყვანიდან რამდენიმე წუთში სხდომათა დარბაზში შემოვიდა მოსამართლე ნინო სახელაშვილი. მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა დამსწრეებს მიუთითეს, მოსამართლის შემოსვლის დროს, პატივისცემის ნიშნად, ფეხზე ამდგარიყვნენ.
13:27 - მოსამართლე ნინო სახელაშვილი იხსენებს წინა სასამართლო სხდომას, როცა პროცესი 50-კაციანი დარბაზის ნაცვლად 15-კაციან სივრცეში გაგრძელდა. მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში (საქმის განხილვისთვის ხელის შეშლის შემთხვევაში) განხილვას კვლავ მცირე ზომის დარბაზში გააგრძელებს.
ფორუმი