Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (04/07/2025)

👨‍⚖️ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი აგრძელებს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 დემონსტრანტის საქმის განხილვას. დღეს დაიკითხებიან პროკურატურის მოწმეები 💬 ამ პოსტის კომენტარებში ვწერთ განახლებულ ინფორმაციას სასამართლო სხდომიდან

16:40 4.7.2025

ახლა იკვლევენ ვიდეოს, სადაც ისმის პოლიციელების ხმა: „შეასხით, მოკალით“. ეს ვიდეო პროკურატურის მტკიცებულებაა. მათ ეს კადრები მოიტანეს ონისე ცხადაძის წინააღმდეგ. მთელი ვიდეოს განმავლობაში ისმის პოლიციელების გინება და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები.

ადვოკატი ომარ ფურცელაძე აკეთებს კომენტარს:

„ამ ვიდეოში პოლიცია მინიმუმ ორჯერ მოკვლით ემუქრება, სავარაუდოდ, ონისე ცხადაძეს".

პროკურორი პასუხობს:

„ამ ვიდეოში ჩანს, როგორ ისვრის ნივთს ონისე ცხადაძე“.

ბრაზობენ ბრალდებულები...„იძულებულს გვხდით შეურაცხყოფა მოგაყენოთ“.

16:42 4.7.2025

ადვოკატი, ნათია კორკოტაძე: „ამ ვიდეოდან ჩანს, რომ პოლიციელები აგინებენ მშვიდობიან მოქალაქეებს“.

პროკურორი: „ნივთები არ უსვრიათ პოლიციელებს..."

16:50 4.7.2025

პროკურორები ანდრო ჭიჭინაძის წინააღმდეგ ვიდეომტკიცებულებებს იკვლევენ:

„მე აქ უკანონო ვერაფერი დავინახე, ეს დაცვის მხარის მტკიცებულებაა, რომ ანდრო ჭიჭინაძე აქციაზე იმყოფებოდა“, - ამბობს ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი.

„გამოხატავს თავისი ქცევებით უკმაყოფილებას პოლიციის მიმართ", - ამბობს პროკურორი.

„ჩართეთო ვნახოთო“, - მოუწოდებენ ადვოკატები. ასეც იქცევა პროკურორი. ვიდეოში პოლიციის გინება ისმის.

16:54 4.7.2025

პროკურორები რთავენ კიდევ ერთ ვიდეოს, სადაც მიუთითებენ ერთ-ერთ აქციის მონაწილეზე. მათი თქმით , ის ანდრო ჭიჭინაძეა. ამ ვიდეოში ჩანს, რომ მას ხელში უჭირავს მოგრძო, სავარაუდოდ პლასმასის ნივთი და ისვრის.

ამას გარდა, ვიდეოში ჩანს სხვა ნივთები, რომლებსაც ისვრიან. ადვოკატი კითხულობს: „გაარკვიეთ ვინ ისროლა ის რაღაც ნივთი?... ამის გამო ხალხს თქვენ ყრით ციხეში და გამოკვლევა არ გინდათ, ვინ ისროლა ეს ნივთი, რაც ამავე ვიდეოში ჩანს?".

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG