მოსამართლე: ნინო გალუსტაშვილი
პროკურორები: ვახტანგ ცალუღელაშვილი და ვაჟა თოდუა
დაკავებულები: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი.
თერთმეტივეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდება აქვს წაყენებული.
სხდომათა დარბაზში ვართ. უკვე მოვიდა ადვოკატების ნაწილი. პროკურორები ვახტანგ ცალუღელაშვილი და ვაჟა თოდუა დარბაზში დაგვხვდნენ.
მათი თქმით, დღეს სამი მოწმე ეყოლებათ - სამივე ექსპერტი. მათ ჩაატარეს ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა - ეს არის კრიმინალისტიკური ექსპერტიზის ერთ-ერთი სახე, რომელიც გამოიყენება ვიდეოჩანაწერებში ან ფოტოებზე გამოსახული ადამიანის იდენტიფიცირებისთვის, ანუ პირის ამოსაცნობად მისი გარეგნული ნიშნების მიხედვით.
„გთხოვთ, ადგეთ“, - ამბობს მანდატური, შემოდის მოსამართლე. ბრალდებულების ოჯახის წევრები ფეხზე არ დგებიან. ამას ამჩნევს ნინო გალუსტაშვილიც.
ბრალდებულები სხდომათა დარბაზში არიან, მათ შორისაა ონისე ცხადაძეც, რომელსაც მამა გარდაეცვალა. ის ადვოკატებისგან და მხარდამჭერებისგან სამძიმარს იღებს.
ფორუმი