ადვოკატი ომარ ფურცელაძე ექსპერტს აჩვენებს ჯანო არჩაიას ფოტოს და ეკითხება: თქვენ ჩათვალეთ, რომ ეს ფოტო ვარგისი იყო ექსპერტიზისთვის?
მოწმე: „დღეში ვუშვებთ ათეულობით ექსპერტიზის დასკვნას, მე ვუშვებ იმ დასკვნებს, სადაც ვარ ჩართული... მე არ ვიცი, როგორ ჩაატარა ექსპერტმა ექსპერტიზა, რატომ აირჩია მაინც და მაინც ეს გამოსახულება, არ ვიცი".
ადვოკატი: ჩემი კითხვა გამომდინარეობდა თქვენი პასუხიდან, ექსპერტიზაში გამოყენებულ ფოტოებს ვნახულობო...რომ შევაჯამოთ, თქვენი ვიზირება ადგენს, რომ. კვლევა, რაც ჩაატარა ექსპერტმა, მისაღებია და აკმაყოფილებს მოთხოვნებს.
მოწმე: დიახ....
კითხვებს სვამს ადვოკატი, რუსუდან აგურაშვილი. ის დაინტერესდა, ექსპერტს შეუძლია თუ არა დანამდვილებით თქვას, როცა კადრს უყურებს, არის თუ არა მაგალითად, დანამდვილებით ქვა.
არაო - პასუხობს ექსპერტი.
„ახლა რომ მე თქვენ გაჩვენოთ ვიდეო, როგორ ისვრის მუყაოს მაშხალას დემონსტრანტი, შეგიძლიათ მითხრათ ეს მასიურია, თუ მძიმე საგანი? “- სვამს კითხვას ადვოკატი, ირაკლი ჩომახაშვილი.
პროკურორები იცილებენ კითხვას. მოსამართლე არ ამბობს, რა გადაწყვიტა, მაგრამ ეს კითხვა აღარ ისმება. ადვოკატი სხვა რამით ინტერესდება.
ექსპერტმა დაადასტურა, რომ მათ შეუძლიათ „სიჩქარეც იკვლიონ, მაგალითად, ავტომობილის სიჩქარის განსაზღვრა“. ამის შემდეგ ადვოატი, ირაკლი ჩომახაშვილი კითხულობს:
„სიჩქარის დაგდება თუ შეგიძლიათ, როგორც ექსპერტს, საგანს, რომ გავისვრით...."
პროკურორი არ ამთავრებინებს კითხვას და აცილებას ითხოვს, მიაჩნიათ, რომ საკვლევ თემას არ ეხება. მოსამართლე არ იცილებს და ადვოკატი ისევ სვამს კითხვას:
ადვოკატი: შეგიძლიათ, თუ არა ხელიდან გასროლილი საგნის სიჩქარის გაზომვა?
მოწმე: არა, არ შეგვიძლია.
ადვოკატი: მანქანის სიჩქარის თუ შეგიძლიათ...?
მოწმე: ეს პროგრამა გათვლილია ავტომობილზე, მოტოციკლზეც შეიძლება გამოყენება, გააჩნია, როგორ ფიქსირდება.
ფორუმი