ექსპერტი ნინო ბორაშვილი იმეორებს იმას, რაც სხვა საქმეზე თქვა, რომ არ უწერია დასკვნაში, არის თუ არა მონტაჟის კვალი ვიდეოში.
მისივე თქმით, ვერ დაადგენენ ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზით, რა უკავია ხელში საკვლევ პირს. ამას „ფოტო-ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზა სჭირდება“. ამ ტიპის ექსპერტიზა ჩატარებული არ ყოფილა.
ნინო ბორაშვილი ადასტურებს, რომ დანიშვნის შემთხვევაში, მათ შეეძლოთ ჩაეტარებინათ კვლევა, რომელიც იტყოდა, სავარაუდოდ რისი მსგავსია, ნივთი, რომელსაც ისვრიან დემონსტრანტები.
იკითხება მოწმე ექსპერტი, ნინო ბორაშვილი. ის უკვე დაიკითხა, იდენტურ 8-პირიან საქმეზე.
ნინო ბორაშვილმა ჩაატარა ვალერი თეთრაშვილის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა და დაადასტურა, რომ ვიდეოზე გამოსახული პირი იყო სწორედ ეს.
ექსპერტმა რევაზ კიკნაძისა და რუსლან სივაკოვის სავარაუდო გამოსახულებაც ჩაატარა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა და დასკვნაში დაწერა, რომ ვიდეოზე ნამდვილად ისინი არიან გამოსახულები.
ანდრო ჭიჭინაძე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ლიდერების კომენტარებს და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას:
„თქვეს, რომ ის ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა ადგილებში მოიხსენიებენ პოლიტპატიმრებად, წვავდნენ პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილებით და აზიანებდნენ მათ ჯანმრთელობას. ამ ცილისწამებას და დეზინფორმაციას ჩვენ არ გავატარებთ. კიდევ ერთხელ მესამედ თუ მეოთხედ დაფიქსირდა უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევა.
პროკურორებმა ახლა რა პასუხიც გასცეს თორნიეს, მახსენდება ასეთი ფაქტი, ისტორიულ წარსულში უნდა დავბრუნდეთ 1944-1945 წელი იყო და ნაცისტურ გერმანიაში არსებობდა კანონი, სადაც არ შეიძლებოდა ფიურერის გაკრიტიკება, ქმარმა საწოლში ცოლს გაუზიარა კრიტიკული აზრი ფიურერზე, შემდეგ იჩხუბეს, დააბეზღა ცოლმა და ეს კაცი დაიჭირეს. პროკურატურა ამ კაცს ედავებოდა ფიურერის საჯარო კრიტიკას.
იმაზე მეტად პრივატული, რა შეიძლება იყოს ცოლი და ქმარი რომ საწოლში წვანან და საუბრობენ...
ამ კაცს პროკურორი ედავებოდა იმას, რომ ეს იდეა ამ კაცთთან შეიძლება მისულიყო იმ სივრციდან, სადაც მრავალი ადამიანი საუბრობდა კრიტიკულ აზრს და ამ კაცმა გაუზიარა ცოლს და შესაძლოა, ესს აზრი განვითარებულიიყო, იქ, სადაც ბევრი ადამიანი იქნებოდა და ეს ადამიანი უნდა დასჯილიყო სიკვდილით.
მემგონი ბევრი საერთო რამის დაჭერა შეიძლება, იმდენად აბსურდულია, ამ კაცს სიკვდილით დასკა მიუსაჯეს. გერმანიამ ომი წააგო და ვერ მოასწრეს ამ კაცის სიკვდილით დასჯა.
მე ვხედავ საერთო ნიუანსებს პროკურორების ნათქვამსა დ იმაში, რაც ვითარდებოდა ნაცისტურ გერმანიაში. არანაირი საფუძველი, რასაც ჩვენ გვაბრალებენ არ აქვთ".
ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი აყენებს შუამდგომლობას და მოსამართლეს სთხოვს, განსაზღვროს უფლებამოსილი პირი. ეს ტერმინი გაჩნდა ახალ კანონში, რომელიც მედიისთვის სხდომების გაშუქებას არეგულირებს.
მოსამართლე: ჩემი მიღებულია ეს კანონი?
ადვოკატი: თქვენ ხომ უნდა განმარტოთ?
ფორუმი