ნახევარსაათიანი შესვენების შემდეგ სხდომა განახლდა.
გუჯა ავსაჯანიშვილი, ადვოკატი: „ის გარემოებებიც, რისი შემოწმებაც გვსურდა, სწორადაა მითითებული, შუამდგომლობა ტექნიკურად გამართულია, სადაოდ მივიჩნევ ამ მტკიცებულებას და მეორე - აღნიშნულ დასკვნას, რომელიც გადმოგვეცა ჩემს მტკიცებულებადაც მივიჩნევ და ჩემს მოწმეებადაც მინდა დაიკითხონ ისინი, ვის ვინაობებაც წავიკითხავ“.
[ადვოკატი ჩამოთვლის ექსპერტების სახელსა და გვარებს]
პროკურორი: „ის პირები, რომლებიც თქვენ მიუთითეთ, მათი დაკითხვა ჩვენ არ მოგვითხოვია...“
ადვოკატი: „დიახ, ამიტომ...მივიჩნევ, რომ ეს პირებიც უნდა დაიკითხონ“
მოსამართლე: ახლა განვიხილავთ ბრალდების შუამდგომლობის დასაშვება-დაუშვებლობას. შემდეგ დააყენეთ სხვა საკითხზე ახალი შუამდგომლობა.
სხვა ადვოკატებიც დაეთანხმნენ გუჯა ავსაჯანიშვილს, შესაბამისად, დაეთანხმნენ ექსპერტიზის დასკვნების მტკიცებულებად დაშვებას და სასამართლო სხდომაზე ექსპერტების დაკითხვას. თუმცა ეს მტკიცებულებები გახადეს სადავო.
ისევ ადვოკატი, გუჯა ავსაჯანიშვილი აკეთებს განცხადებას.
„ბრალდების მხარემ იშუამდგომლა მოწმეები და მოიტანა მტკიცებულებები, რომლებიც ჩავთვალე ჩემს მტკიცებულებებად. ამის უფლება მაქვს. რიგი ექსპერტები ბრალდებამ მოითხოვა დასაკითხ სიაში...“, - თქვა ავსაჯანიშვილმა და გააგრძელა ექსპერტიზაში ჩართული პირების სახელისა და გვარების კითხვა. მათგან სამი ბრალდების მოწმეცაა.
ადვოკატი მოითხოვს ეს პირები დაერთოს დაცვის მხარის დასაკითხთა სიას.
პროკურორები არ ეთანხმებიან მოწმეთა სიაში იმ პირების დამატებას, რომელთა გვარებიც ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა წაიკითხა. მათ მიაჩნიათ, რომ ამ პირებს არ შეუძლიათ რაიმე „არსებითი მისცენ საქმეს“ და რაიმე „ახალი გარემოება გამოკვეთონ“. ვახტანგ ცალუღელაშვილს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის მიზანი „საქმის გაჭიანურებაა“.
„არაინფორმატიულია მათი ჩვენებები“.
ფორუმი