მორიგი სხდომა ხვალ, 3 ივლისს, 12:00-ზე დაიწყება
ნიკოლოზ ჯავახიშვილმა მწუხარება გამოხატა ონისე ცხადაძის მამისა და ვანო ნადირაძის გარდაცვალების გამო.
მან მიმართა მათე დევიძეს და თქვა: "დაგველოდე, ჩვენც შენთან ერთად მივდივართ უსასრულო წყვდიადში სინათლის საძებნად".
მან მიმართა პოლიტიკოს დიტო სამხარაძეს, "იცით ვინცაა შეურაცხყოფებით რომ გამოირჩევა აი ის....
"ჩვენ მართლები ვართ, ჩვენი სამშობლო გვიყვარს
დიდება საქართველოს ძირს რუსეთის დამპალი იმპერია თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს".
განცხადების გაკეთება სურს ნიკოლოზ ჯავახიშვილს. „საქმეს ეხებაო?“ - იკითხა მოსამართლემ.
„არაო“.
„აბა რას ეხებაო"?
„ასე კონკრეტული არ მაქვს, შერეულიაო", - ამბობს ჯავახიშვილი.
„ნეტავ, ახლოს მოგვიშვან, ახლოს, ასე რომ ჩაგეხუტო", - ეუბნება ზურაბ ცეცხლაძე, შვილს, ზვიადს და ხელებით აჩვენებს ჩახუტების გამომხატველ მოძრაობას.
„დღის ბოლოს შენს სახლში წაყვანას ვაპირებ, უარი არ მითხრაო", - ისევ ზურაბ ცეცხლაძე შვილს. იცინიან.
ფორუმი