საქმე: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა.
მოსამართლე: თამარ მჭედლიშვილი
პროკურორები: ვაჟა თოდუა და ვახტანგ ცალუღელაშვილი
ბრალდებულები: ნიკოლოზ ჯავახიშვილი, თორნიკე გოშაძე, ირაკლი მიმინოშვილი, გიორგი გორგაძე, ინსაფ ალიევი, ზვიად ცეცხლაძე, ვეფხვია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი. ამ სიაში ბოლო სამს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ედება ბრალად.
ახალი წესით მედიებმა მიმართეს განცხადებით იუსტიციის საბჭოს, რომ მიიღონ გადაღების უფლება.
პასუხი არც ერთს არ მიუღია.
30 ივნისიდან, ჟურნალისტებისთვის დაწესებული აკრძალვების გამო, კამერები აღარ იქნება არამარტო სხდომათა დარბაზებში, არამედ სასამართლოს დერეფნებსა და ეზოშიც კი.
უკვე დარბაზში ვართ, შემოიყვანეს ბრალდებულები.
ნიკოლოზ ჯავახიშვილს აცვია თეთრი მაისური, რომელზეც ფლომასტერითაა დახატული საქართველოსა და ევროპის ქვეყნების რამდენიმე დროშა, მათ შორის უკრაინის, ბრიტანეთის, გერმანიის...
ნიკოლოზ ჯავახიშვილი ადვოკატს საპატიმროში საქმის მასალების შეგზავნას სთხოვს.
ფორუმი