ადვოკატი, ელგუჯა ავსაჯანიშვილი პროკურორებს რეპლიკით პასუხობს: „თუ არაფერი გააკეთეს და საჭირო არ იყო მათი მითითება, არც დოკუმენტში მოხვდებოდნენ. თუ მათ ექსპერტიზის დასკვნის ვიზირება განახორციელეს, მათი დაკითხვა საინტერესოა.
ბატონი ვახტანგი სამი ექსპერტის ნაწილში დამეთანხმა, ეს ექსპერტები ვიზირებასაც ახორციელებდნენ. ერთნაირი ტიპის ექსპერტები არიან იმიტომ, რომ ვიზირებასაც ახორციელებენ".
პროკურორის თქმით, ეს პირები ექსპერტიზაში არ მონაწილეობდნენ.
თუ არ მონაწილეობდნენ, დოკუმენტშიც არ აღმოჩნდებოდნენო, პასუხობს ავსაჯანიშვილი.
მოსამართლე მჭედლიშვილმა ადგილზე თათბირით გამოაცხადა გადაწყვეტილება და ადვოკატ გუჯა ავსაჯანიშვილის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ამით მოსამართლემ გუჯა ავსაჯანიშვილს უფლება მისცა დაკითხოს ყველა ის პირი, რომელთა სახელი და გვარები პროცესზე წაიკითხა და რომლებიც ექსპერტიზის დასკვნებში არიან მოხსენიებულები.
ამის შემდეგ პროკურორებმა ახალი მოწმეები „უდავოდ გახადა“. ექსპერტიზის დასკვნას კი გამოიკვლევენ.
გუჯა ავსაჯანიშვილის მოწმეთა ახალ სიაში, რომელიც ბრალდების მხარის ახალ მტკიცებულებებს დაეყრდნო, მოწმე ექსპერტების უდავოდ ცნობა ნიშნავს იმას, რომ მათ სასამართლოზე აღარ დაიბარებენ და აღარ გამოკითხავენ. ასე გადაწყვიტა მოსამართლემ, ანუ დაეთანხმა ბრალდების მხარეს.
განცხადებას აკეთებს ადვოკატი შოთა თუთბერიძე:
„ორმაგი სტანდარტი აქვს სასამართლოს. როცა უდავოდ ცნობს დაცვის მხარე მტკიცებულებებს და ბრალდების მხარეს არ სურს უდავოდ ცნობა, სასამართლო მაინც გამოიკვლევს ხოლმე და ახლა სწორად გავიგე? პროკურატურამ უდავოდ ცნო და ამიტომ დაცვის მხარის მოწმეებს ვერ გამოვიკვლევთ? [გულისხმობს გუჯა ავსაჯანიშვილის შემთხვევას] სრულიად საპირისპირო ხდება ზინოვნიკა-გრიბულის საქმეზე. იქ მოსამართლე, ნინო გალუსტაშვილია. დაცვის მხარემ უდავოდ ცნო და მაინც ვიკვლევთ პროცესზე. ერთსა და იმავე ინსტანციაში სხვადასხვა მიდგომაა და გამოვლენილია ორმაგი სტანდარტი".
მოსამართლე: „თუ ჩემს პრაქტიკასთან დაკავშირებით გაქვთ რაიმე... თუ ერთ საქმეს მაინც დამისახელებთ, როცა დაცვის მხარემ უდავოდ გამიხადა და მე მაინც გამოვიკვლიე, მაშინ კარგი".
ადვოკატმა, აიჰან ჰასანლიმ დააყენა შუამდგომლობა და მოითხოვა დაუშვან მედია სასამართლო სხდომაზე და მისცენ გადაღების უფლება.
მოსამართლემ იკითხა, დაასახელოს ადვოკატმა სამართლებრივი ნორმა, რომ ეს მიმართვა, როგორც შუამდგომლობა ისე განიხილოს, თორემ განცხადების ოქმით, კი ბატონო, ოქმში შევაო.
ადვოკატმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლზე მიუთითა, რაც სხდომის საჯაროობას მოიცავს.
აიჰან ჰასანლის პოზიციას აგრძელებს ადვოკატი, კახა კოჟორიძე.
„ჩვენთვის ცნობილია, რომ ტვ პირველს აქვს იუსტიციის საბჭოში წარდგენილი განცხადება. კანონებში ბოლო პერიოდი განხორციელებული ცვლილებებით საბჭომ უნდა გასცეს ნებართვა იმ მიზნით, რომ ტელეკომპანიას მიეცეს შესსძლებლობა აღნიშნული პროცესი გადაიღოს. თუ რატომ არის მნიშვნელოვანი პროცესის ვიდეოგადაღება ამაზე ჩემმა კოლეგამ ისაუბრა, დავამატებ იმას, რომ ზოგადად ქვეყანაში, რომელსაც აქვს პრეტენზია დემოკრატიაზე, არსებობს პრინციპი გამჭვირვალობის, საჯაროობის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს ინფორმაცია სამართლებრივი დაწესებულებებიდან.
სასამართლო უნდა იყოს ადამიანის უფლებების მთავარი მცველი, მე, როგორც რიგით მოქალაქეს მაქვს უფლება, ჩემი მთავარი მცველი, უფლბების გარანტი სასამართლო თაის კონსტიტუცოირ უფლებას როგორ ახორციელებს. ეს საქმე არის მაღალი საზოაგდორბივი ინტერესის მქონე, ამით აიხსნება, რომ დიდ დარბაზში იმართება პროცესი, აქ გვესწრეიან ადამიანები და ამათ გარდა არის ადამიანთა დიდი ნაწილი, რომელთაც სურთ მიიღონ ინფორმაცია. უდავოა და ცალსახაა, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს კონკრეტული საქმის გაშუქებაზე.
ჩვენ თუ მივისწრაფით ევროპული სტანდარტებისკენ და ჯერ კიდევ არსებობს ჩანაწერი, რომ სახელმწიფო დაწესებულებებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ საქართველო გახდეს ევროატლანტიკური სტრუქტურების ნაწილი და სასამართლო არის კონსტიტუციური ორგანო, რატომ არ უნდა იყოს შესაძლებელი, რომ სასამართლოში იგივე სტანდარტით ვიმოქმედოთ, რიტორიკული კითხვაა, მაგრამ მნიშვნელოვანია ამ კითხვაზე პასუხის მიღება.
არსებობს დაშვება გამჭვირვალობის, არსებობს დაშვება საჯაროობის. ევროპული კონვენცია ითვალისწინებს ამ საჯაროობის შეზღუდვას, მაგრამ ეს შეზღუდვა უნდა იყოს დასაბუთებელი. თუ ჩვენ ვზღუდავთ, რითია გამართლებული? ასეთი განმარტება ვერ მოვისმინეთ... ზოგადად აკრძალვა იმისა, რომ მედიამ არ იმუშაოს სასამართლოს დარბაზში ეს აპრიორი არასწორია".
მოსამართლე ისევ მოუწოდებს ადვოკატს მიუთითოს ნორმა, რომ მედიის დაშვებაზე მიმართვა შუამდგომლობად განიხილოს და გადაწყვეტილება გამოაცხადოს. თუ ამ მიმართვას განცხადების ფორმა ექნება, მოსამართლე არაა ვალდებული განიხილოს და გადაწყვეტილება გამოაცხადოს.
„მე როგორ მოსამართლეს, რომელი მუხლის და კანონის საფუძველზე მაქვს დისკრეცია, რომ განვიხილო ეს შუამდგომლობა?“, - ისევ კითხულობს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი.
ადვოკატმა, კახა კოჟორიძემ კონვენციის მეექვსე მუხლზე მიუთითა.
ადვოკატი შოთა თუთბერიძე არგუმენტს ამატებს და კითხულობს ახალ ჩანაწერს საერთო სასამართლოების შესახებ კანონიდან.
„სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო-, კინო- და ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი“, - ეს წერია კანონში.
ადვოკატი აგრძელებს:
„მხოლოდ სხდომის დარბაზის საჯარობაა ვერ უზრუნველყოფს ამ სხდომების დაფარვას, რომელიც ალბათ ერთ-ერთი დიდი ინტერესის საგანია. აქ წერია, რომ სასამართლო იღებს ვიდეოგადაღების უფლებამოსილებას და წერია, რომ სასამართლოს შეუძლია განსაზვროს უფლებამოსილი პირი... უკვე დაწერილია განცხადებები, გაგზავნილია, რეგისტრირებულია, თუმცა პასუხი იუსტიციის საბჭოდან არ არის, ამიტომ ტვირთი იმისა, რომ მოხდეს კომპენსირება არაკომპეტენტური კომპეტენციის[ფაქტია ნორმას ვერ ასრულებს]...
ამიტომ სასამართლოს თქვენი შესაძლებლობით აქვს საპროცესო და ფაქტობრივი საფუძვლები, რომლებიც გახლავთ მე-13 პრიმა მუხლის მეორე ნაწილი, სადაც წერია, რომ სასამართლოს უფლებამოსილ პირს აქვს უფლება, რომ გადაიღოს ვიდეო სასამართლო დარბაზში, უფლებამოსილი პირის განსაზღვრის პროცესში იუსტიციის საბჭო ვერ ჩაერთვება. შესაძლებლობას გთავაზობთ, რომ უფლებამოსილი პირის განსაზღვრისას მიიღოს მხედველობაში ის, რომ ნანუკა ქაჯაიას აქვს დაწერილი განცხადება გადაღებაზე“.
ფორუმი