Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 დემონსტრანტის საქმეს განიხილავენ - ლაივბლოგი
თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 დემონსტრანტის საქმეს განიხილავენ - ლაივბლოგი

8 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (02/07/2025)

რა ხდება ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 8 დემონსტრანტის პროცესზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. 📝საქალაქო სასამართლოდან სიახლეებს ჟურნალისტი, სალომე ჩადუნელი გვაცნობს

17:04 2.7.2025

შესვენება დასრულდა, სხდომა განახლდა.

16:18 2.7.2025

გამოცხადდა ნახევარსაათიანი შესვენება. დღეს კიდევ ერთ ვიდეოს გამოიკვლევენ.

16:14 2.7.2025

ვიდეოს გამოკვლევა დასრულდა. დისკი დაილუქა. ხელს აწერენ ადვოკატები და ბრალდებულები.

16:12 2.7.2025

ინსაფ ალიევის ადვოკატი, აიჰან ჰასანლი გამოკვლეულ ვიდეოზე:

„ჩვენ ვიდეოს მიმდინარეობისას ვნახეთ, რომ იცვლება დრო და რაკურსი და გადაბმულ ნაწილებზე არ არის ექსპერტიზის დასკვნა წარმოდგენილი... სამართალდამცველების ნაწილზე, სადაც უშუალოდ, ბრალდების მხრიდან, ინსაფ ალიევადაა მოხსენიებული პირი, არ ჩანს არც ერთ კადრში ინსაფ ალიევად მოხსენიებული პირი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში.

სადაც აპელირებს ბრალდების მხარე, რომ არის ნასროლი, მის შედეგზე ქვევით ჩამოვარდა თუ სად მივიდა ნივთი, ვერ დავინახეთ ვერაფერი ვიდეოში, არც ერთ კადრში პოლიციასთან ერთად ინსაფ ალიევად მოხსენიებული პირი არ ხვდება.

ჯგუფურობაზეა თუა საუბარი, ყველა ვინც, რუსთაველზე იყო უნდა მოვიხსენიოთ ჯგუფად“.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG